ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 4:22 PM
მთავარი » 2012 » თებერვალი » 15 » “ამბავი სიკეთის საზღაურისა”-7

3:01 PM
“ამბავი სიკეთის საზღაურისა”-7
იასაბურო. მივშტერებოდი ღვიძლი შვილის მოკვეთილ თავს და მეგონა, სიზმარში ვიყავი. ოდნავ უკან გადაქნექილ თავს ქუთუთოები ნახევრად მოხურვოდა და ასე მიცქერდა. იქნებ შეცდომით ძინაი ეგონათ ჩემი შვილი. შესაძლოა, მაგრამ დაკითხვა ხომ გამოავლენდა სინამდვილეს. იქნებ ჩემი შვილი იწოდებოდა ამაკავა ძინაიდ და ის იყო სწორედ ჩემს სახლში შემოპარული ბერად გადაცმული ქურდი. თვითმარქვია! ათასგზის არა. ძინაის გარდა მთელ იაპონიაში ვერავინ მოახერხებდა დათქმულ ვადაში, სულ რაღაც სამ დღეში ექვსი ათასი კანი ეშოვა. მაშასადამე… მე უეცრივ ცხადლივად წამომესახა იმ უცნობის იერი, ვინაც ორი წლის წინათ ბაღში ებრძოდა ძინაის. ვინ იყო იგი იქნებ ჩემი შვილი? ალბათ, ალბათ, მე ერთი მოვკარი თვალი და მაინც არ გამომრჩენია, რომ იგი მოჰყავდა ჩემს შვილს. იქნება შევცდი? და თუ ჩემი შვილი იყო, თუ ასე იყო… თითქოსდა ბინდი გადამეცალა თვალთაგან, გამოვერკვიე, თავს მივაშტერდი. და მაშინ გალურჯებულ, უცნაურად მოღიავებულ პირზე რაღაც ღიმილის მაგვარი შევნიშნე.

სარზე წამოცმული თავი იღიმებოდაო?! გაგეცინებათ, აბა რა იქნება, ამის გამგონეს მეც კი მეგონა, ალბათ მეჩვენება-მეთქი. მაგრამ რამდენსაც მეტს ვუყურებდი, ამ გადამხმარ ტუჩებს აშკარად ეჭდო ღიმილის ნიშანი. დიდხანს ვერ მოვაცილე თვალი უცნაურად მოღიმარ ტუჩებს. ჩემდა შეუმჩნევლად მეც გამეღიმა, და ამ ღიმილთან ერთად ცხარე ცრემლიც წარმდინდა ღვარად.

"შემინდე მამავ!” – ეს ებეჭდა ამ უტყვ ბაგეზე.

"შემინდე, მამაჩემო, რომ უღირსი შვილი ვიყავ. ორი წლის წინათ, თოვლიან ღამით სახლში მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის შემოვიპარე, პატიება მინდოდა მეთხოვა, ოჯახში მსურდა დავბრუნებულიყავ, დღისით მერცხვინებოდა, ვინმეს თვალი არ მოეკრა ჩემთვის დუქანში, გვიანობამდის ვიცადე ამიტომ, დავუკაკუნებ საწოლ ოთახში და სიტყვას ვეტყვი-მეთქი. გულით გავიხარე, როცა საჩაიეში სიოძებს შორის სინათლე დავლანდე, ფეხუჩუმრად გამოვემართე იქითკენ და მაშინ უცაბედად და უსიტყვოდ ვიღაც მწვდა ყელში”.

"რაც მერე მოხდა, თავადაც უწყით. მოულოდნელად თავგზა დამებნა. ახლა მამაც რომ გამოჩნდა, სულ ავირიე, ხელი ვკარი თავდამსხმელს და მესერს გადავევლე. თოვლის ნაშუქზე ჩემს მტერს მაინც მოვავლე თვალი. რარიგ გავოცდი, ნეტავ იცოდეთ, ბერი რომ აღმოჩნდა. ვიცადე ერთხანს, როცა დავრწმუნდი, არავინ მომდევდა, თამამად გამოვწიე ხელმეორედ საჩაიესაკენ და სიოძებს მისაფრებულმა მოვისმინე თქვენ ორთა საუბარი. სიტყვაც კი არ გამომრჩენია.

რახან ძინაი ჩვენს სახლს კეთილ სულად მოევინა, გულში ამოვიჭერი, გასაჭირში მეც ამოვდგომოდი მხარში, სიცოცხლეც კი არ დამეზოგა მისთვის! ჩვენი ოჯახიდან მარტო მე ვიყავ დარჩენილი, ვისაც ეს უნდა ეკისრა, და ვის მერე?! სახლიდან გამოგდებულ მაწანწალას, ბოგანოს. ორი წელი ვეძებდი ხელსაყრელ შემთხვევას. და აი, დადგა ამის დროც. მომიტევე, მამავ, არ ღირსვარ შენი, უძღები შვილი ვიყავი. მართალია, ასე დამყვა დედის საშოდან, მაგრამ ხომ ვზღვე ჩვენი ოჯახისათვის გაწეული სიკეთე. ესღაა ჩემი ნუგეში”.
კატეგორია: სასიყვარულო, ისტორიები | ნანახია: 1002 | დაამატა: mimi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz