
ადმინი ხაზზეა |
|
 |
საიტის მენიუ |
|
 |
ძებნა |
|
 |
შესვლის ფორმა |
|
 |
საიტის მეგობრები |
 |
 |
|
 |


 |
 | მოგესალმები სტუმარი | RSS
სასიყვარულო საიტი
ხუთშაბათი, 2025-06-26, 5:25 PM |  |
|
 |
მთავარი » 2012 » მარტი » 25 » არ ჩაგეძინოს !
|

არ ჩაგეძინოს!
ჩვენ ხომ ახლა ვიწყებთ სიცოცხლეს
არ ჩაგეძინოს!
შეხედე ამ ცას - ფეხქვეშ გვეგება ,
ვარდისფერდება მთები შორეულ აღმოსავლეთში
და დღეს ახლოა ჩვენს ოცნებებთან შუბლით შეხება.
არ ჩაგეძინოს
თორემ ხომ ხედავ, მიდის სიცოცხლე...
არ ჩაგეძინოს
ჰა, სადაცაა უკვე თენდება
არ ჩაგეძინოს
თორემ ვერ იგრძნობ როგორ გაკოცებ და შენ ეს კოცნაც აღარასოდეს გაგახსენდება.
არ ჩაგეძინოს
სანამ ჩემს ნაკვთებს შენი თითები იმახსოვრებენ
არ ჩაგეძინოს
სანამ ფრთები გვაქვს , სანამ აღარ ვამძიმებთ მიწას ფეხებით..
შეხედე , სივრცე ცოფიანივით როგორ იხევს ტანზე სიბნელეს ,შიშველ სხეულზე ცხელი ტუჩებით როცა ვეხებით.
არ ჩაგეძინოს
ეშმაკის დედაც ,
ფაუსტის ძახილს თუ ვერ გაიგებს !
არ ჩაგეძინოს
შეხედე თვალებს , მასში შუქია
სხვისი თვალები როცა ქვრებიან ,
ახლა იგრძნობა სიცოცხლის ფასი აქ ,შენთან ახლოს ,
სანამ ჩემთან ხარ ,თითები თითებს ეფერებიან.
არ ჩაგეძინოს
არ ჩაგეძინოს
არ ჩაგეძინოს ! 
|
კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები |
ნანახია: 956 |
დაამატა: kvaxadze
| რეიტინგი: 5.0/1 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
მინი-ჩეთი |
|
 |
Block title |
|
 |
Block title |
|
 |
ჩანაწერების არქივი |
|
 |
სტატისტიკა |
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
 |
|