არ ღირს! არ ღირს იმ ადამიანზე ფიქრი, ვისაც არ ახსოვხარ, არ აინტერესებს როგორ ხარ და იმასაც კი ფიქრობ შენთვის ხანდახან, შენ თავთან მარტო დარჩენილი, რომ არ შეიძლება მისი ნდობა და ცხოვრების მძიმე წუთებში მის იმედად ყოფნა. მართლა არ ღირს, შეცდო წარსულში დაშვემებული შეცდობის ნაცვლად წარსულს მისტიროდე და მომავალს ან კიდევ დღევანდელ ყოფას შავ, ქუფრ ფერებში აღიქვამდე. ყველაფერი ხომ ცვალებადი და არამდგრადია. მთავარია, დაშვებული შეცდომა და ჩადენილი ცოდვა ვაღიაროთ და მოვინანიოთ უფლის წინაშე( შეცოდება ხომ სამოთდაათჯერ შვიდგზის ითქმის, როგორც ამას შეახსენებს ,,ვეფხისტყაოსანში'' ავთანდილი ასმათს). უბრალოდ უნდა გვახსოვდეს, რომ დაღმართს ყოველთვის აღმართი მოსდევს. ამასთანავე, მრავალი ტანჯვისა და წვალების შედეგად მიიღწევა სწორედ ჭეშმარიტი ბედნიერება. თუმცა არ არსებობს ჭეშმარიტი ბედნიერება ისევე, როგორც არ არსებობს სხვა დანარჩენი ჭეშმარიტი, გარდა რწმენისა და უფლის სიყვარულისა... არ ღირს მეგობარს იმის გამო წაეჩხუბო და სამუდამოდ დაშორდე, რომ ის ცანცარაა ან რაიმე შეეშალა შენთან ურთიერთობაში. შეუშლელი არავინაა... არც ის ღირს, რომ, თუ იმ ადამიანმა,ვინც გიყვარს და ვისგანაც სითბოს, სიყვარულს და ყურადღებას ელი, გული გატკინა და, საერთოდაც, მიგატოვა, მის გამო ცრემლი დაღვარო და საკუთარი საქმე დაივიწყო. უნდა გვახსოვდეს მუდამ, რომ საყვარელი ადამიანი არასოდეს აგვატირებს და გულის ტკენაზე ხომ ზედმეტია საუბარი... არ ღირს ბევრი ფიქრი და ნერვიულობა, თუმცა ეს ცარიელი სიტყვებია. ვისაც ტკივა შიგნიდან და ყოველ წამს სიცარიელის გრძნობას განიცდის, შესაბამისად ბევრს ფიქრობს და განიცდის. არ ღირს ცხოვრების მტვრიან სცენას უმიზეზოდ ჩამოშორდე და, საერთოდ,არ ღირს არც სიყვარულის და არც იმის გამო,რომ მისაღწევი მიზნის რაღაც ნაწილი ჩაგივარდა, თავის მოკვლა და საშვილიშვილო ცოდვის ჩადენა. სიყვარულის, მეგობრობის, საკუთარი საქმის კეთებისა და უფლის რწმენის გარდა, არაფერი არ ღირს ამქვეყნად...