არ მთხოვო ხელი, - თუკი გულწრფელად მთელი გულით არ გეყვარები... მინდა, რომ, ბნელეთს ჩაუყენო მზისკენ კარები; არ მთხოვო ხელი, - თუკი არ გინდა გაამრავლო ერი შვილებით, გასცე სიკეთე, დააპურო მოშიმშილენი... არ მთხოვო ხელი, - თუ გსურს ქორწილში, ჯვრისწერაზე დეკოლტე მეცვას,- ეროვნულ სამოსს მოვიხდენდით შენცა და მეცა! არ მთხოვო ხელი, - თუ სხვა ქვეყანას მოინდომე ჩემი წაყვანა, აქა მაქვს ბინა, სამშობლოა ჩემი სავანე! არ მთხოვო ხელი, - თუკი გულწრფელად, მთელი გულით არ გეყვარები, თუ სამუდამოდ არ გამიღე მზისკენ კარები!