ჩამოთოვა ისევ იისფერი მთები, მთები, შენს ხმას ვეღარ ვისმენ და ვეღარსად გხვდები, გხვდები თეთრი ფიფქისდარი, ფიქრი მემატება, ფიქრი შენთან საუბარი როგორ მენატრება, როგორ. წაუღიათ ნისლებს დაბინდული მთები, მთები ნეტავ შევხვდე ვისმეს, შენზე მოვუყვები, შენზე თეთრი ფიფქისდარი, ფიქრი მემატება, ფიქრი შენთან საუბარი როგორ მენატრება, როგორ. შენი სიმღერები თოვლში გაფანტულან, თოვლში მუშტებს მიღერებენ ჩემო თვალხატულა, ჩემო შენზე ფიქრში მთებში ვსვამ და ვერა ვთვრები