მე ხომ შენ აგირჩიე, ჩემი ცხოვრების მეგზურად, შენ ხელი მკარი გამწიე, ფეხი დამიცდა უნებურად, გადის დღეები უაზროდ, ხან ჩემი მზე ხარ ხან თვარე, ბედს ნუ მაჩუქებ უბადრუკს, გთხოვ ერთად ყოფნა მახარე, როცა დალევა მინდება, მაშინ ხომ შენ მელანდები, გულიც ხომ მალე მითვრება, როდესაც შენ მენატრები, აი თოვლიც კი მოსულა, ფიფქი ხარ ჩემი ყოველი, მე დიდ გუნდაზე ვოცნებობ, რომელშიც სულ შენ მოგელი, იმედი ჯერ არ გამქრალა, სანამ სხეული შენ გიხმობს, სული ხომ ჯერ არ დამთვრალა, შენზე ფიქრებიც გულს მითბობს, საოცრებებიც ხომ ხდება, მწვერვალზეც ვითომ ავძვერი, გადამრჩენელიც სულ ქრება, როდესაც კლდიდან ვვარდები, შენთანაც ერთი თხოვნა მაქვს, როდესაც აღარ ვიქნები, ცრემლი არ დაანახო ხალხს, როდესაც გარდავიცვლები, მე ადრე წავალ თუ გვიან, შენ დაგიტოვებ სახსოვრად, დიდ სიყვარულს და თბილ ნიავს, ვიცი რომ მთვლიდი მათხოვრად ...