დაე გრძნობებმა ცრემლად იცვაროს, დასველდეს გული შენაყვარები, ღვთის გულისათვის არ შეიცვალო, მე მხოლოდ ეგეთს გეთაყვანები. დარჩი ეგეთი, ალერსიანი, შენს სადიდებლად შევსვავ ფიალებს, ხარ გაზაფხული თბილი, მზიანი, და გულიც შენ ერთს შემოგტრფიალებს. განა ვწერ ლექსებს მარტო ჰობისთვის, მე შენით ვსუნთქავ სხვებზე მომწყრალე, ნუ გამიმეტებ მარტოობისთვის, ღვთის გულისათვის იყავ მოწყალე. ყველა სიკეთით სავსე ხარ თითქმის, გამოვარჩიო მასში რომელი, კერპი ხარ ჩემი -თამამად ითქმის, უღვინოდ ჩემი დამათრობელი.