ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 4:03 PM
მთავარი » 2012 » თებერვალი » 18 » დახუჭე თვალები

7:03 PM
დახუჭე თვალები
დახუჭე თვალები და არასოდეს იფიქრო პატარა ტახტზე, რომელზეც წამოწოლილს პირველი კოცნა მაჩუქე.
კოცნა, რომელმაც ყველაფერი ააშენა და დაანგრია...
დახუჭე თვალები და არასდროს იფიქრო იმ ხელისგულებზე რომელიც შენს სახეს შეეხო ამ კოცნის დროს...
დახუჭე თვალები და ...
და კიდევ ერთხლ მომეფერე ქუთუთოებს ქვეშ მოქცეულს!
ამაშენე და სასაფლაოდ განმადიდე როგორც პირამიდა!
იფიქრე თუ როგორ შეგიანხავს, ჩემი სამკუთხედი ფორმა მუდამ.
დახუჭე თვალები...!
კიდევ ერთხელ იგრძენი სუნთქვა შეკრული სამყაროს მდუმარება...
კიდევ მრავალგზის გამოაღე ფანჯარა და გადახტი,
გადახტი მეთხუთმეტე მარადიულობაში!
დახუჭე თვალები...!
შეიგრძენი ის ადამიანური სითბო რომელიც ასე გაკლია...
რომელიც მოგცეს მაგრამ ისევ წაგართვეს, რათა თვალები დაგეხუჭა.
დახუჭე თვალები... და შენი თითებით მიგრძენი მხოლოდ, რომელნიც ნელ - ნელა შორდებიან ჩემს თითებს…
ჩემი თითები კი შენი თვალებს ეხება, რათა სამუდმოდ დახუჭოს ისინი..
რომ ჩემს შემდეგ მხოლოდ ღმერთი შეეხოს მათ...
რომ შენი ქუთუთოების ქვეშ მოქცეულმა, მეც შევიგძნო მისი არსებობა, რადგან ახალა ის ჩემთვის მკვდარია, როგორც არასდორს.
დახუჭე თვალები და უკანასკნელი ცრემლის მლაშე სული ჩემს თითებს შეატოვე...
თითებს რომელსაც შენ უყვარდი
დახუჭე თვალები ..
კატეგორია: სასიყვარულო, ჩანახატები | ნანახია: 1055 | დაამატა: kvaxadze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz