ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 4:57 PM
მთავარი » 2012 » აპრილი » 9 » დედიიი...

0:55 AM
დედიიი...
დედაა სიწმინდევ არც კი იცი როგორ მიყვარხარ,რა ძვირფასი ხარ ჩემთვის..მას შემდეგ რაც ენა ამოვიდგი მინდოდა ერთადერთი სიტყვა „დედა" მეთქვა,დღეს უკვე დიდი ვარ გამართულად ვმეტყველებ და მინდა გითხრა „დედა მიყვარხარ"..პირველად ტაატით გავიარე და შენსკენ წამოვედი,მას შემდეგ ოთხით,ბაჯბაჯით თუ სირბილით შენთან მოვრბოდი შენს კალთაში ვჯდებოდი და შენს თბილ მკლავებში ვიძინებდი..ახლა უკვე დიდი ვარ,თუმცა კიდევ მინდა მაგრა-მაგრა ჩაგეხუტო და ასე გაგრძნობინო ჩემი შენდამი სიყვარული...
ეხლა მახსენდება და თავი ყველაზე სულელი ბავშვი მგონია..დეე ხშირად მეუბნებოდი ავად ვარო,შენ არ იცი რა ცუდად მხდიდა ეს ორი სიტყვა „ავად ვარ"..ყოველ ღამე ღმერთს ვევედრებოდი ღმერთო ოღონდ ხვალ დედა ცოცხალი დამხვდეს და აღარ გავაბრაზებ მეთქი..ღამე სულ მეღვიძებოდა,ეშმაკები მეუბნებოდნენ ხვალ გაიღვიძებ და დედა ცოცხალი აღარ იქნებაო ბოლო შანსს არ ვკარგავდი ჩუმად მოვდიოდი შენთან და ლოყაზე თითქოს „უკანასკნელად" გიტოვებდი კოცნას..ცრემლიანი თვალებით,სლუკუნით ვიძნებდი დილით კი პირველად შენთან მოვდიოდი გულისცემას გიმოწმებდი,როგორც კი მის რიტმულ ცემას გავიგებდი ბევრს გკოცნიდი,მახსოვს შენი დაბნეული სახე რომ ვერ ვხვდებოდი რა მემართებოდა..ასე გავიდა რამდენიმე წელი და გეფიცები ყოველღამე შიშით ერთხელ მაინც გამიღვიძია..
დღეს უკვე 16-ის ვარ,ვიცი ხშირად გაბრაზებ და ამისთის ამ წერილიდან გიხდი ბოდიშს..დეეე..დედა...დედიკო..არ აქვს მნიშვნელობა რას დაგიძახებ,დედიკო საფიცარო მიყვარხარ..შენ ჩემში სისხლზე მეტი ხარ,ჩემს ოთახში კი ჰაერზე მეტი,შენ ხარ ჩემს ფანჯარაში შემოჭრილი პირველი მზის სხივი,ცაზე მიმოფანტული ვარსკვლავები რომლებიც ჩემს ქცევას აკვირდებიან,შენ ხარ ჩემი დრიური სადაც ჩემი ცხოვრების ყველა ფურცელი იწერება,შენ ხარ ჩემს არსებაში ამოსული ია...რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს იცოდე რომ შენს სულელ „შვილუკას" ყველაზე ყველაზე მეტად უყვარხარ..
კატეგორია: სასიყვარულო, ჩანახატები | ნანახია: 834 | დაამატა: kvaxadze | ტეგები: დედიიი... | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz