3 მარტი არის ჩვენთვის ყველასთვის უსაყვარლესი არსების დედის დღე... დედა ხომ ის ადამიანია რომელმაც თითოეულ ჩვენგანს სიცოცხლე გვაჩუქა...დღეს, 3 მარტს, საქართველოში დედის დღე აღინიშნება.ეს დღე ოფიციალურად დასვენების დღედაა გამოცხადებული.დედის დღე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა.პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.დედის დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი უნდა შეეცვალა, თუმცა 3 მარტი, როგორც დედის დღე, ცალკე აღინიშნება.