ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 5:36 PM
მთავარი » 2012 » მარტი » 25 » დეეე

5:32 AM
დეეე
დეეე

დე, იცი…
ღამით ცრემლი მომდის ხანდახან
და გარინდებულ სიმარტოვეს ტუჩებზე ვითლი,
ჩემი ცხოვრების ის ეტაპი უკვე დამთავრდა
და ყოველ დილით, მაკიაჟით მე ფერებს ვიცვლი.
დე, იცი…
მე მაჩუქეს, აპრილის კაბა
და არათითზე წამომაცვეს მბზინავი რგოლი,
მე გავიზარდე თუ ის კაბა დაპატარავდა
არ ვიცი,
მაგრამ მის ნაფლეთებს ყოველდღე ვწონი.
დე, იცი…
მტკივა სისხლისაგან დაცლილი გული,
ლიბრგადაკრული თვალის ჭრილით ვეღარას ვხედავ,
საწოლზე კუტი ლავაშივით პირქვე გართხმული
რიჟრაჟით ისეც გახუნებულ ოცნებებს ვღებავ.
დე, იცი
აღარ მინდა დავხუჭო თვალი,
აღარც ჯიუტი შეგრძნებების მოგერიება,
უნდა გამიგო, ზოგჯერ უნდა გავიღო ხარკი
და მისთვის ზოგჯერ ზედმეტია მონანიება.
დე,იცი…
დასაწყისი შენა ხარ მხოლოდ
და შენი სუნთქვა ყოველ ღამით, ჩემს ატირებას
ნასკვავს ნერვებად და უაზრო ცხოვრების ბოლოს
მე…
გათელილი ბავშვობისთვის გთხოვ პატიებას.
დე, იცი…
გაზაფხული მოვიდა მგონი..

დეეე

- დე...
- მეთამაშე, დე...
- მეძინება, დე...
- ზღაპარი მომიყევი, დე...
- მაკოცე ,დე..
- მომეფერე, დე...
- მიყვარხარ, დე...
- მშია, დე...
- წავალ რა, დე...
- მომწონს, დე...
- მგონი მიყვარს, დე...
- პატარა აღარ ვარ, დე...
- გავთხოვდი, დე...
- მივდივარ, დე...
- რომ მოვიცლი გნახავ, დე...
- მეც მენატრები, დე...
- რა გჭირს, დე...
- გეხვეწები, დე...
- არ მოკვდე, დე...
- არ დამტოვო, დე...
- მშვიდობით, დე...

დეეე

დე!- სადა ხარ, უშენოდ წამები მაციებს ხელფეხიც ძველებურად გამყინვია, ვითვლი შენამდე დღეებს და მანძილს. ღმერთო !რამდენია? თითებს ცხელი სუნთქვით აქ არვინ არ მითბობს, წვიმებმა წალეკა ირგვლივ არე მარე მე კი დარდისგან ცრემლიც კი გამიშრა. და შენს მონატრებას ვერსად დავემალე

დეეე

დე,ნუღარ ტირი რა გთხოვ... მელეპარაკე ისევ... და ისევ მომეფერე.. მე შენს ყველა შეხებას ვგრძნობ..მომიყევი შენზე..დე,ძალიანმაინტერესებსროგორი ხარ..ლამაზი იქნები... მერე ყველას ვეტყვი რომყველაზე ლამაზი დედამყავს... მე შენში ვიზრდები... და შენ მიზრდი ჩემსსამყაროს...გთხოვ აღარ იტირო დედა....მე შენს ცრემლებსაც ვგრძნობ.. სევდასაც..და ჩემს სივრცეშიც აღწევს შიში....და მეც მეშინია დედა...შენი ცრემლების მეშნია და იმ სასოწარკვეთილი სიტყვების ღამით რო მეჩურჩულები...მერე რა რომ მამა წავიდა... ნუ ტირი... მე გეყოლები დედა..მომიყევიისეპირველად რომ მიყვებოდი... როგორ გიხაროდა დე ჩემი თავი შენში...როგორაღფთოვანებით მეუბნებოდი რომ იფიქრებდი ჩემს სახელზე და ყველაზემაგარსახელს დამარქმევდი...ამბობდი რომ მამის თვალებიუფრომომიხდებოდა...და აუცილებლად შენი ღიმილი მექნებოდა,რადგან როცამუცელზეიყურებოდი სულ იღიმოდი.გონა,ვგრძნობდი ამ მზერას...ვგრძნობდი დედა...!..მამა არ უნდა წასულიყო..მამას ხომ ასე უყვარდი... მე არ დამაბრალო დე.. და არ იტირო მამის გამო...მამამ ჩემი თავი დაგიტოვა..ახლაც გამალებით გიცემს გული.. და ჩემი პაწია გულიც აჩქარებულია...მე მეშინია დედა... მეშინია რომ ვეღარ გნახავ... და ვერც ყველას ვეტყვი,რომ ლაამზი დედა მყავს..ჩემისივრცეპატარავდება შენი სევდით.. სუნთქვა მიძნელდება დამოუსვენრადვწრიალებ..მაგრამ არც ეს წრიალი გამომდის ისე რომ შენ არშეგაწუხო.. გუშინხომ გიკვირდა რატომ გტკიოდა ასე ხშირად მუცელი..მე ვიყავიდედა... ჩემისევდა გტკენდა... შენიდან ჩემში შემოღწეული სევდა და ჩემიშიში..ვიცი,გიყვარვარ!...მედაბადება მინდა... მინდამითხრარომ მამის თვალები მაქვს და შენი ღიმილი..მინდა ჩამეხუტო და ამჩახუტებისას სულ ის სიახლოვე გავიხსენო შენშიყოფნისას რომ შენთანმაკავშირებდა...არ მომკლა დედა..!ვიცი ცხოვრებაში უცილებლად გაგახსენდები ერთხელ მაინც და მაშინ იგღძობ როგორ გჭირდებოდი თურმე...არ მომკლა დედა!შენ ხომ ბედნიერი იყავი ჩემით... შენ ხომ გიხაროდა ჩემი სოცოცხლე შენში..შენს სხეულში...შენს სამყაროში...მამას არ უნდოდა ბედნიერება და იმიტომ წავიდა.. მამა ვერასდროს იგრძნობს ბედნიერებას სრულყოფილად...დაბადება მინდა დედა!დღეს ხომ პირველად მნახე როგორი ვარ..და მაშინაც ატირდი...ისევ შეიკუმშა ჩემი სივრცე და მივხვდი..დღეს ხომ გითხრა ექიმმა რომ ძალიან ჯანმრთელია შენი შვილი...შენ ისევ აცრემლდი დედა...და ვიგრძენი ისევ...შენი შვილი ვარ დედა!...გახსოვსროგორმიყვებოდი რომ ყველაზე მეტად გეყვარებოდი ...მაშინ მიხაროდა დამაშინ ვერაღწევდა შიში ჩემს ნაწილში.. მაშინ არც ვიცოდი როგორი იყოშიში... მაშინარც ტკივილი ვიცოდი...შენ აღარ მელაპარაკები დე.. აღარ მეფერები..მხოლოდ ტირი და ჩუმად მეჩურჩულები...დედა მე სიცოცხლე მინდა...გუსინ ყველაზე დიდხანს ტიროდი..არც კი დაგიძინია....გუშინ მთელი ღამე მეფერებოდი...გუშინ მთხოვე პატიება....და მე მივხვდი,რომ ვეღარ გნახავ ვერასოდეს..და ვეღარ ჩაგეხუტები....შენც მიდიხარ დედა..შენც მტოვებ.

დეეე

: დედამ დათესა ეს სილამაზე
დასაბამიდან რასაც ეტრფიან.
ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
მაგრამ დედა კი მხოლოდ ერთია.
დედა ერთია ვით მზის ამოსვლა
ვით უკვდავება დედა ერთა
და ქვეყანაზე ომის დაწყება
ეგ იგივეა–დედას ესვრიან.
ახალს ლანდივით შორდება ძველი,
ცხოვრების გზაზე ვის არ შეცვლიან,
არ გაჩენილა დედის შემცვლელი.
სილამაზე და დედა ერთია
დედა ერთია ვით სიხარული,
ვით სილამაზე დედა ერთია.
დედა ერთია ვით სიხარული,
ვით სისპეტაკე დედა ერთია.
სიკვდილისათვის თვალის ამოთხრა
მხოლოდ დედას თუ გაუბედნია.
გზა არა გქონდეს–დედის საფლავზე
მაინც არ უნდა გადაიარო,
და როცა მშობელ დედას აფასებ
შენ თავს აფასებ ადამიანო.
დედამ დათესა ეგ სილამაზე
დასაბამიდან რასაც ეტრფიან.
ქალი?? ბევრია ამ ქვეყანაზე
მაგრამ დედა კი მხლოდ ერთია.
ღმერთმა დალოცა დედა შვილობა


დეეე

და ეს ბოლო ფოტო რო არ დამედო უბრალოდ არ შემეძლო : )) <33
კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნანახია: 1067 | დაამატა: kvaxadze | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz