ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 6:00 PM
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 31 » დროდადრო

1:51 AM
დროდადრო
დროდადრო
ყველაფერს ეცვლება ფერები,
ჰო, წლებიც სხეულზე იცვლიან სეზონებს,
მერე კი გგონია უდროოდ ბერდები,
სარკეში ედრები შენს კარის მეზობელს.
დროდადრო 
ფიქრობ რომ ამინდზე მშვიდი ხარ,
ქარიშხალს დაჰყვები და უფრო ლმობიერს,
გინდება უსიტყვოდ უმზერდე ხიდიდან
წამის წინ ხმაურით გაფრენილ თოლიებს.
დროდადრო
ხასიათს თან დასდევს განწყობა,
სულს მეტი სიგიჟე, გონება – სინთეზი
და როცა ორდები, "გაფრენა” წყაროა,
დაცლილი სხეულით ხელახლა ინთები...
დროდადრო
ისეთი ხშირია წვიმებიც,
ან ისე მშრალია ნაცემი ქუჩები,
რომ ენაც უშრებათ და მეტი სიბერწით
ლოკავენ სხვის ფეხებს, რატომღაც ჩუმდები...
დროდადრო
დღე-ღამეც იცვლიან საღამურს,
ხანდახან მზეს ჩასთვლემს მთვარესთან ბუდეში
და ემოცების დელგმასთან განაბულ
შენს მესთან, ლექსების წერასაც უნდები. 
დროდადრო
სულ ისე, მარტივად ვრთულდები,
ფერი მაქვს ხან უფრო ცასავით მოავდრო,
ხან ასე შლეგი და ხან ისე სულელი,
გიყვარდე მინდა და თუგინდა
დროდადრო...
კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნანახია: 1432 | დაამატა: kvaxadze | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz