ერთი საათის წინ ველაპარაკე დას. ის მონატრება მცრის, ჩემს ფიქრებში რომ დგას. ერთი საათის წინ გავესაუბრე ცოლს, მე ნუ დამწამებ ცილს, თუ გული შენს გულს მთხოვს. ერთი საათის წინ ველაპარაკე შვილს. ჩემი წარსულის წილ გულცივობას რომ შლის. ერთი საათის წინ გავესაუბრე ქალს. ფიქრში აღვიდგენ ფირს, მას რომ ძალიან გავს. ერთი საათის წინ წყალობა ვთხოვე ღმერთს. ვთხოვე სამოთხის მწკრივს მეც შემმატოს და შენც. ერთი საათის წინ ვლაპარაკობდი როს, მივხვდი გიპოვე ძლივს და ვერ დავკარგავ დროს. რა არის ერთი საათი?! ეს უბრალოდ შეკრებილი უბრალო 60 წუთია თუ ბედნიერების ბედნიერი 3600 წამი?!