გავაკეთებდი, აუცილებლად გვაკეთებდი, რომ შემძლებოდა მთას გადავდგავდი შენი გულისთვის, გავაკეთბდი, უსასყიდლოდ გავაკეთებდი, მზეს მოვწყვიტავდი, შენ გაჩუქებდი.. ზღვას ჩავიდოდი, შენი გულისთვის გავცურავდი მილიონ მილსაც, ვარდს მოგიწყვეტდი, მერე ისევ დავბრუნდებოდი ჩემს სამყოფელში, ჩემს პატარა , მაგრამ დიდი გრძნობის მორევში შენ შეგიყვანდი, შეგიყვანდი და იქიდან არ გაგიშვებდი, იქ დაგტოვებდი, სამუდამოდ იქ დაგტოვებდი.. მოვისურვებდი, რომ გვეცოცხლა სულის დაღლამდე, მანამ, სანამ სიყვარულით არ დავბერდებით, წამოგიწვენდი, ჩემს პატარა თბილ მკლავებზე წამოგიწვენდი, გიამბორებდი, ტკბილი კოცნით სულს აგივსებდი, გულს აგივსებდი, დავიღლებოდი? რა დამღლიდა, ჩემს ოცნებებში შენ იყავი დროის საზომი, შენ წყვეტდი მუდამ.. მახსოვს ერთი დღე, ეს ის დღე იყო, მუდამ მწარედ რომ მახსენდება, ამ დღეს ბედიც გამომელია, ვეღარ ვიყიდე, აღარც მომყიდეს, აღარც მათ ჰქონდათ, დავრჩი უბედოდ, უბედოდ მაგრამ შენზე ფიქრები დამყვებოდა წამდაწამ კანტად.. გავიხსენებდი, ამ ყველაფერს, სიზმრად მაინც გავიხსენებდი, არ დამტოვებდა ვიცი სიზმარი მარტოსულ ლანდად.. ზღვას ჩავიდოდი, შენი გულისთვის გავცურავდი მილიონ მილსაც, ვარდს მოგიწყვეტდი, მერე ისევ დავბრუნდებოდი ჩემს სამყოფელში, ჩემს პატარა , მაგრამ დიდი გრძნობის მორევში შენ შეგიყვანდი, შეგიყვანდი და იქიდან არ გაგიშვებდი, იქ დაგტოვებდი, სამუდამოდ იქ დაგტოვებდი.. მოვისურვებდი, რომ გვეცოცხლა სულის დაღლამდე, მანამ, სანამ სიყვარულით არ დავბერდებით, წამოგიწვენდი, ჩემს პატარა თბილ მკლავებზე წამოგიწვენდი, გიამბორებდი, ტკბილი კოცნით სულს აგივსებდი, გულს აგივსებდი, დავიღლებოდი? რა დამღლიდა, ჩემს ოცნებებში შენ იყავი დროის საზომი, შენ წყვეტდი მუდამ.. მახსოვს ერთი დღე, ეს ის დღე იყო, მუდამ მწარედ რომ მახსენდება, ამ დღეს ბედიც გამომელია, ვეღარ ვიყიდე, აღარც მომყიდეს, აღარც მათ ჰქონდათ, დავრჩი უბედოდ, უბედოდ მაგრამ შენზე ფიქრები დამყვებოდა წამდაწამ კანტად.. გავიხსენებდი, ამ ყველაფერს, სიზმრად მაინც გავიხსენებდი, არ დამტოვებდა ვიცი სიზმარი მარტოსულ ლანდად..