ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 4:51 PM
მთავარი » 2012 » მარტი » 9 » იქნება გვიანია

2:34 AM
იქნება გვიანია
სანამ ცოცხალი ვარ, სანამ კვლავ ვარსებობ,
სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი.
მანამ მომეფერე, მანამ გამიფრთხილდი,
მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა,
სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი
გულში ჩამიკარი გული არ მატკინო,
მერე ყველაფერი იქნება გვიანი
სანამ სიყვარული ისევ შემიძლია
სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი
ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა,
მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
მოვა დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს,
აღარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი.
მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან
მერე ყველაფერი იქნება გვიანია.
ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს
და აგატირებს სიჩუმის ტრფიალი.
მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ,
მაგრამ დამიჯერე იქნება გვიანი
სანამ ცოცხალი ვარ, მანამ მომეფერე
მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით
გული არ მატკინო, თორემ ცრემლების ღვრა,
როცა არ ვიქნები იქნება გვიანი
კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნანახია: 897 | დაამატა: kvaxadze | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz