ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 4:09 PM
მთავარი » 2012 » თებერვალი » 13 » ინტერნეტ ნაცნობობა,როგორ ავიცილოთ თავიდან ტყუილი

2:34 AM
ინტერნეტ ნაცნობობა,როგორ ავიცილოთ თავიდან ტყუილი
ქალები მეტად რომანტიკული არსებები არიან, რომელთაც ყველაფრის მიუხედავად სწამთ ნამდვილი და ერთადერთი სიყვარულის არსებობა. ზოგს უკვე გაუმართლა და იპოვა ძვირფასი ადამიანი, ზოგი ძიების პროცესშია.

ამ მიზნით ქალები ხშირად მიმართავენ ინტერნეტს, რადგან მისი რესურსები იძლევა ახალი მეგობრების შეძენის შესანიშნავ შესაძლებლობას.

სამწუხაროდ, ინტერნეტში მოტყუების მსხვერპლიც შესაძლოა გახდეთ. თუმცა რეალურ ცხოვრებაშიც არ ვართ დაზღვეული იმედგაცრუებისგან. ინტერნეტი მატყუარა ადამიანებს მეტ შესაძლებლობას აძლევს აცდუნონ მიმნდობი ქალები. ეს საკმაოდ ადვილია: საკუთარის ნაცვლად სხვისი ფოტოს გაგზავნა ან ოჯახური მდგომარეობის, ასაკის, და ა.შ. დამალვა. ქალებიც მიმართავენ ტყუილებს, სასურველს რეალობად წარმოაჩენენ. თუმცა საუბარი შეეხება ქალებს, რომელთაც ნამდვილად სურთ ბედის პოვნა ინტერნეტით.

გაითვალისწინეთ რამდენიმე მარტივი წესი, რომელიც შეამცირებს მოტყუების რისკს.

პირველ რიგში ფოტოებს მიაქციეთ ყურადღება, მოითხოვეთ ბევრი სურათების გამოგზავნა, სასურველია ახალი გადაღებულის. გამოკითხეთ მისი გადაღების ადგილი, მისი შთაბეჭდილება, თუ თქვენი კავალერი დაიბნა, საქმე მის ფოტოსთან არ გაქვთ.

ჩაინიშნეთ დროის ის პერიოდი, როცა მას ხედავთ ინტერნეტ-სივრცეში. რეალურად თავისუფალი მამაკაცები, რომლებიც ეძებენ რჩეულს, ქალებს საღამოობით, სამსახურის შემდეგ ეკონტაქტებიან. თუ თქვენი რჩეული სამუშაო დროს გეკონტაქტებათ, საღამოობით კი დაკავებულია, სახლიდან ვერ გიკავშირდებათ, მას ოჯახი ან მეგობარი ქალი ყავს, თქვენ კი გატყუებთ.

თუ გადაწყვეტილი გაქვთ სერიოზული ურთიერთობისთვის ინტერნეტის გამოყენება, შეიძინეთ ვებ-კამერა, რითაც რამდენიმე კურდღელს დაიჭერთ, დარწმუნდებით ადამიანის რეალურობაში, მასთან პირისპირ ისაუბრებთ, შეაფასებთ მის ქცევას, მანერას, დააკვირდებით მის რეაქციას პროვოკაციულ ან მნიშვნელოვან საკითხებზე, შეაფასებთ მის საცხოვრებელ გარემოს.

განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ მის რეაქციას მეგობარი-ქალის არსებობის შესახებ. თუ პასუხს თავს არიდებს, უცნაურად აზროვნებს ან პირდაპირ გეუბნებათ, რომ რამდენიმე მეგობარი ჰყავს, მასზე დროს და ენერგიას ნუ დახარჯავთ. ასეთი მამაკაცი ინტერნეტში თავგადასავლისთვის და არა სერიოზული ურთიერთობისთვის დაძვრება, თავდაჯერებულობის გაზრდა ან გართობა სურს, რაც თქვენი მიზანი ნამდვილად არ არის.
კატეგორია: სასიყვარულო, რჩევები | ნანახია: 934 | დაამატა: kvaxadze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz