ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 5:24 PM
მთავარი » 2012 » მარტი » 3 » ქუჩაში ერხელ

9:11 PM
ქუჩაში ერხელ
რომელი საათია? დიდი დრო გასულა,მე კი ისევ ,,რაღაცნაირად" ვარ,მეწერინება და ძალიან მეზარება... თან უკვე ხუთი საათი დაიწყო,რაღაც ემოციებს ვუფრთხი თუ მეც არვიცი...
ნინო ქათამაძის ,,ქუჩაში ერხელ" მგონი უკვე ყველა უჯრედამდე გამიჯდა...რატომღაც ამ ღამის გათენება მინდა და ამ მუსიკის სმენა,დაუსრულებლად ,,..
ნუთუ სადღაც აქ არის შენი ლურჯი თვალები..."
ნეტავ იცოდეთ ახლა სად ვარ,სიმართლე გითხრათ მეც არ ვიცი... თითქოს მხოლოდ მე დამრჩა ეს სამყარო...თითქოს აღარავინაა,შენც კი აღარ ხარ ჩემს ფიქრებში ისეთი სიგიჟით, ჩვეულად ყოველ წამს... ალბათ შენი მშვიდი ძილის ბრალია...
,,ისევ და ისევ მე ვფიქრობ შენზე,და შენი თმების ოკეანეზე..."
ეს სიმღერა ყოველთვის მიყვარდა მაგრამ ახლა რაღაც სხვა ემოცია მოიტანა,რა მშვიდი ღამეა,თითქოს ამ მუსიკამ დაამშვიდა..ოთახიდან დედას ხმა გავიგე,რაღაცაზე წუხს,ალბათ ცუდ სიზმარს ხედავს ან ისევ ცუდადაა... და ისევ ეს მუსიკა...ეს ქალიც რაღაც ღრმად მღერის...
აი ისე თვალებს რომ დახუჭავ რაღაც გეტკინება მერე კი სიმშვიდის გრძნობა მთლიან სულს და სხეულს მოიცავს,ნოტები რაღაც ძალიან ჩემია..
როგორ მიყვარს ასეთ დროს სუნთქვა,ასეთ დროს წერა,ასეთ დროს სიმღერა როცა ყველას ძინავს ხვდები რომ შენც უდა იფრთხილო სიმშვიდეს არ არღვევ წერ....(არადა დამიჯერეთ წერას სულ არ ვაპირებდი...)
სიმართლე გითხრათ ამ წამს ნაკლებად მაინტერესებს ვინმე დამიჯერებს თუ არა ვინმე გამიღიმებს თუ არა... მოტყუება გინდათ? მიდით ეცადეთ,მე თავს დაგიქნევთ და გაგიღიმებთ...თქვენი უმეტესობა ამ მელოდიიის ერთი ნოტის ფასიც კი არაა...
რა პირდაპირი ვარ? ნი ხომ არ გაგიჟდა? არა ,,მეგობრებო" ეს თქვენ თავად ხართ არანორმალურები მე კი ახლა ერთადერთი ნორმალური ვარ ამ დედამიწაზე...
და კვლავ.. ,,ქუჩაში ერთხელ....."

კატეგორია: სასიყვარულო, ჩანახატები | ნანახია: 950 | დაამატა: kvaxadze | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz