ქუჩის კახპაა ახლა ის გოგო, მე რომ საკოცნად ვერ გავიმეტე.
მხარზე ხელს მირტყამს უბედურება, არვინ მძმაკაცობს უკვე მის გარდა; ჩემს სისხლს ვსვამ ღვინოდ, გულგანგმირული მისგან, ვინც ჩემზე ძლიერ მიყვარდა... გაყიდული ვარ იმ მეგობრისგან, ვისაც ჩემს თავზე მეტად მივენდე... ქუჩის კახპაა ახლა ის გოგო, მე რომ საკოცნად ვერ გავიმეტე.