ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 5:47 PM
მთავარი » 2012 » მარტი » 25 » LeqseBii < 33 ))

5:45 AM
LeqseBii < 33 ))
#1 * * *
მე რომ შემეძლოს ავისრულო ის,რაც მწადია,
მაშინ გავხდიდი ღამეს მზიანს,დღეს კი მთვარიანს,
გადავაქცევდი ამ სამყაროს ასე დარდიანს_
ოცნების ქვეყნად,სადაც ყველა ფხიზლად მთვრალია,
ადამიანნი მის ქუჩებში ფრენით დადიან,
და მათ სულებში მხოლოდ სიკეთის რწმენის მადლია,
სადაც ცხოვრება ყველა სულდგმულის სულს უხარია
და მოსაწყენად სულ არავის აღარ სცალია,
სადაც ზეცაზე ცისარტყელების მინანქარია,
იმ ქვეყნად,სადაც ბედნიერია ყველა ძალიან !
მე ასე მინდა,მაგრამ თურმე ეს სიზმარია..

#2 * * *
უი საწყალიო..ნათელში ამყოფოსო
მისი სულიო..დაგვწყვიტა გულიო,
შემეცოდაო..არ ჰქონდა ცოდვაო,
არც ვინმეს წყენინება არ იცოდაო.

ვერ ვიჯერებო..გუშინ ვნახეო,
სულ თვალწინ მიდგას მისი სახეო,
ერთად ვიყავითო..მაშინო..ამ დღესო,
მერე მოჰყვებიან რაღაცა ამბებსო.

გაიცინებენო სევდანარევადო,
ღიმილი შეაშრებათ სახეზე ნახევრადო,
მერე მოიწყენენ აქ არ არისო,
ნათელში ამყოფოსო..საწყალიო.

მერე ინანებენ დროს რა მოჰქონდაო,
მოვფერებოდითო შანსი ხომ გვქონდაო,
ძალზედ დაგვაკლდაო,გვძულს ეს ფაქტებიო,
მთელი ცხოვრება მოგვენატრებიო.

იცით?!..ეს ყველაფერი უბრალოდ სიტყვებია,
უბრალო სინანული..სიტყვებით ითქმებიან,
უბრალოდ დასასრული,უბრალოდ დასაწყისი,
სიცარიელისა და ...დანაკლისის.

კაცი რომ მოკვდება..გულებს აკლდებიან,
ზოგისთვის მეტია,ზოგისთვის ნაკლებია,
გულში ყველა მალავს საშინელ ჩანაფიქრებს,
რომელიც სიკვდილის დღეზე ჩაგვაფიქრებს,
ყველასთან მობრძანდება სიკვდილი უკითხავად,
ვერავინ ვერ ასცდებით მას განუკითხავად.

სანამ მოეტევა,სანამ მოეთრევა,
დავფიქრდეთ ერთ რამეზე და დრო ვერ მოგვერევა,
დღეს ხომ ცოცხლები ვართ..მოდით მოვეფეროთ,
ერთურთი შევიყვაროთ..ერთმანეთს შევემღეროთ,
თორემ მოვა ის დღე და...გვკითხავს სად არისო?
შემდეგ კი იტყვიან..უი საწყალიო !!
კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნანახია: 1082 | დაამატა: kvaxadze | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz