ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 3:16 PM
მთავარი » 2012 » თებერვალი » 18 » მადლობელი ვარ ამ სამყაროსთვის

4:24 PM
მადლობელი ვარ ამ სამყაროსთვის

მადლობელი ვარ ამ სამყაროსთვის, რომელიც შენ მაჩუქე და რომლის პაწაწინა ნაწილიც მე ვარ…
მადლობელი ვარ,რომ არ მტოვებ და ყველგან და ყოველთვის ჩემთან ხარ…
მადლობელი ვარ მათთვის,ვინც შემხვედრია ჩემი ცხოვრების გზაზე და ვისაც შემახვედრებ მომავალში…
მადლობელი ვარ უსაყვარლესი მშობლებისთვის, ვინც გამზარდა და მაქცია ადამიანად…
მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც მაქვს და რაც არ მაქვს…
მადლობელი ვარ სიყვარულისთვის, რომელიც შენ მასწავლე და იმ ბედნიერებისთვის, რომლის ჩუქებაც შემიძლია სხვებისთვის…
მადლობელი ვარ ყველა ახდენილი და აუხდენელი ოცნებისთვის…
მადლობელი ვარ,რომ დღევანდელი დღე გუშინდელს არ ჰგავს და ხვალინდელი კიდევ უკეთესი იქნება…
მადლობელი ვარ მეგობრებისთვის, გვერდში რომ მიდგანან და ვუყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ…
მადლობელი ვარ მტრებისთვის…მათ სინათლე დამანახეს და სიკეთე მასწავლეს…
მადლობელი ვარ მათთვის, ვინც მატკინა და პატიება მასწავლა… 
მადლობელი ვარ ყოველი ადამიანის ღიმილისთვის…ბავშვების სიცილისთვის…
მადლობელი ვარ ნათელი სულისთვის და სიყვარულით სავსე გულისთვის…
მადლობელი ვარ ჩემი მფარველი ანგელოზისთვის, რომელიც შენ გამომიგზავნე და თავზე დამფარფატებს…
მადლობელი ვარ იმ დიდი სიყვარულისთვის, რომელმაც ჩემს სულში სიცოცხლის სიმფონია ააჟღერა…
ადამიანებო,თქვენი მადლობელი ვარ, რომ ჩემთან ერთად ერთ პლანეტაზე ცხოვრობთ და გესმითჩემი, გიხარიათ ჩემი სიხარული და გტკივათ ჩემი ტკივილი… გვიყვარდესერთმანეთი!!

კატეგორია: სასიყვარულო, ჩანახატები | ნანახია: 968 | დაამატა: kvaxadze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz