როგორ დავიპყროთ მამაკაცის გული... ეს არ არის კითხვა, არამედ, იგი ნამდვილი ხელოვნებაა. ამ შემთხვევაში, მამაკაცის მომენტალური მოხიბვლაა აუცილებელი. თუმცა, მამაკაცის მოხიბვლა განსაკუთრებული სილამაზის არქმონე გოგონასაც შეუძლია. გონებამახვილობისა და ფლირტის შერწყმა - ეს არის ის, რითიც გამოცდილი ქალბატონები ამაყობენ. ხშირ შემთხვევაში, სილამაზე სიცივესთან და უხეშობასთან ასოცირდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლამაზი ქალბატონი მარტოობისთვის არის განწირული. თუმცა, ქალბატონს მამაკაცთან სასურველი ურთიერთობის მიღწევის უფრო დიდი შანსი, ღიმილიანი სახით და არა მოღუშული გამომეტყველებით აქვს. თბილი ღიმილი, მამაკაცებში დადებით ემოციას იწვევს.