ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 4:29 PM
მთავარი » 2012 » თებერვალი » 13 » მე ვიყავი შენთან

2:45 AM
მე ვიყავი შენთან

მე ვიყავი შენთან: ახლოს,
შენ მივლიდი როგორც ხიდი,
სხვას ხედავდი შენ ამ დროს,
მე კი ამ დროს შენთვის ვიბრძვი,
მე ვიყავი შენთან: თოვლი,
და ზამთარის ყოველი-დღე,
შენი გული ჩემთან მოდის,
აი ამ დროს გამოდის მზე,
მე ვიყავი შენთან: ცრემლი,
მოწმენდაც რომ სცადა ბევრმა,
ვერას გახდა ცრემლთან ბევრი,
ის მოგწმინდა ალბათ ერთმა,
მე ვიყავი შენთან: წვიმა,
სახეზე რომ მალავდა ცრემლს,
შენს სხეულზე წვეთიც მივა,
და შენ ამ დროს გაუსვამ ხელს,
მე ვიყავი შენთან: სახლი,
შენს მახლობლად ობოლი ხე,
შენს დიდ სახლში ყველა კარი,
სადაც მალე მთავრდება დღე,
მე ვიყავი შენთან: მთვარე,
რომელთანაც ამბობ სურვილს,
მეძახოდი ხშირად დამღლელს,
ტკივილს ყვები მაინც მუდმივს,
მე ვიყავი შენთან: გრძნობა,
და მას წვავდა დიდი ცეცხლი,
ვიღვრებოდი ცრემლად, ოფლად,
ბოლოს მაინც ვრჩები ფერფლი,
მე ვიყავი შენთან: თბილი,
გრძნობებს ვღვრიდი შენთვის,
შენ ყოველთვის ისევ ცივი,
არ გეცალა მაინც ჩემთვის,
მე ვიყავი შენთან: თარო,
რომელზეც დევს ბევრი წიგნი,
სჯობს მე წერა დავამთავრო,
სტროფებსაც კი ვეღარ ვითვლი ... (მე არაფერი ვყოფილვარ შენთვის, მე ხომ სრულიად არავინ ვარ!)

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნანახია: 869 | დაამატა: kvaxadze | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz