ადრე წვიმა მასველებდა ეხლა უბრალოდ ვგრძნობ, ჩემს ფიქრებს და ჩემს გრძნობებს არასდროს არ დავთმობ, დროც ხომ ნელა გადიოდა წამი საუკუნედ მექცა, შენმა ერთმა თბილმა სიტყვამ გრძნობებიც კი დამისეტყვა, შენზე ფიქრი და ოცნება მე ყოველთვის მათბობს, ჩემი გრძნობა ძალას მაძლევს სასმელიც კი აღარ მათრობს, დღეები უაზროდ მითენდებოდა ეხლა უბრალოდ მიხარია, წარსულში რაც ჩავიდინე დღეს-დღეობით მინანია, ალბათ ღმერთმა არ გამწირა ალბათ ისევ გავახსენდი, მუზებიც კი გამირბოდნენ მაგრამ მე სულ თან დავსდევდი, აი ფიქრიც მოვიდა ისევ მინდა რომ დავწერო, ფურცელს მინდა გავატანო ჩემი გრძნობები ავღწერო, მაგრამ მიჭირს გადმოცემა მიჭირს და მტკივა, როცა ვითომ მილხინს მაშინ სულში მცივა, ვის რათ უნდა ჩემნაირი სიყვარულის მათხოვარი, აქ ხომ ბროლის ბედი უნდათ და შემქმნელი ჯადოქარი, დღემდე დავდივარ უაზროდ ადგილიც ვერ მიპოვია, მინდა თბილად გავათენო მაგრამ სითბოც კი ვერ მიშოვია, მინდა ვინმე მყავდეს და დამიდგეს მხარში, მაგრამ აზრი არა აქვს ნული არის შანსი, მგონი ბედმა გამიღიმა და არ მტოვებს მარტო, სულ მინდოდა წასვლა მაგრამ ვფიქრობ რატო? ალბათ ვეღარ ვუძლებ გულიც მალე მიკვდება, მაგრამ სულში შენ მყავხარ და ეს არ დამავიწყდება, ქუჩაში რომ გავივლი ხალხს უდარდელა ვგონივარ, მაგრამ თქვენ რომ გიყურებთ ხალხიც კი არ მგონიხართ, მუდამ ეშმაკის თვალები მუდამ გშურთ თქვენ სხვისი, სხვის სიზმრებში იჭრებით არ გყოფნით თქვენი ძილი? მე არ დაგიმალეთ ყველაფერი გაგანდეთ, აი გრძნობებიც დავწერე მაგრამ ცრემლი დამალეთ, მგონი ვერც კი გაიგეთ ჩემი გულის ტკივილი, მაგრამ აზრი არა აქვს მე ხომ მესმის ტირილის, აი უკვე ჩემი ხარ ჩემთვის მინდა იცოცხლო, ჭრილობები შევიხორცო და მე შენთვის ვილოცო, შენთვის ვანთო სანთელი და შევთხოვო ღმერთს, დაულოცე გზები წმინდა იმ არჩეულ ერთს, გთხოვ ამყოფე ბედნიერი არ აჩუქო ცრემლი, მის ხარჯზე კი მე დამსაჯე თუნდაც ვჭამო მტვერი, მინდა იცოდე ერთიც ჩემი ცხოვრება გიწოდე, უჩემოდ არ წახვიდე მე შენ მიყვარხარ იცოდე ..