ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 5:40 PM
მთავარი » 2012 » აგვისტო » 3 » მიყვარხარ მთელი ამოსუნთქვით, ჩასუნთქვით, შიშველ ტკივილით ძილში ,ღვიძილში.......

3:03 AM
მიყვარხარ მთელი ამოსუნთქვით, ჩასუნთქვით, შიშველ ტკივილით ძილში ,ღვიძილში.......
გიშვებ.. სამყარო დიდი არის, კი არ გაშინებ -
გიშვებ , რომ იშვე შენ ხელახლა ცის ქვეშ და მზის ქვეშ.
ხელს კი არ გიშვერ , გიშვებ - მეთქი, ღამის სიგიშრე
ტბები დამიშრა, ცრემლიც არ მაქვს -
უცრემლოდ გიშვებ

მიყვარხარ მთელი ამოსუნთქვით, ჩასუნთქვით, შიშველ
ტკივილით ძილში ,ღვიძილში და მე გიშვებ იმ შენ
ერთადერთ გზაზე , ვიწრო გზაზე და ეს კი ნიშნავს
რომ შენს საკუთარ სიღრმეში და წიაღში გიშვებ.

სახლში დაბრუნდა ღვთისმშობელი გოლოთის მერე,
ჯვარცმის საღამო მიიწურა და ალბათ ნივთებს
(რაზეც ნაკლებად საუბრობენ, ფიქრობენ , წერენ)
ადგილს უცვლიდა , ალაგებდა და წმენდდა იმ დღეს.

ათი მცნებით ვართ აკრძალულნი , ათი უძირო
უკიდეგანო უფსკრული წევს ჩვენს შორის შიშებს
ათასგვარს აღძრავს იგი ჩვენში - უღრმესს, უმძიმესს,
და ამიტომაც სხვა რა გზაა - მე სახლში გიშვებ

ბედნიერება ცრურწმენაა , ნუ ჩაეფლობი
ამ ძველ ჭაობში, ნუ კითხულობ მის მაცდურ ნიშნებს,
ეს მე კი არა - სიყვარულის შეუძლებლობა
თავის ვეება მოქნეული ფრთებიდან გიშვებს!

გფარავდეს თვითონ ღვთისმშობელი და ასეც იზამს
ჩემი ჩარევის , ხვეწნისა და თხოვნის გარეშე ,
სადმე შევხვდებით სიკვდილამდე ცხადში ან სიზმრად
და ჩავიხედავთ ერთმანეთის დამშრალ თვალებში
კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნანახია: 898 | დაამატა: kvaxadze | ტეგები: შიშველ ტკივილით ძილში, ღვიძილ, მიყვარხარ მთელი ამოსუნთქვით, ღვიძილში......., ჩასუნთქვით | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz