ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 3:55 PM
მთავარი » 2012 » თებერვალი » 17 » მიყვარს თაბახების ქება

0:39 AM
მიყვარს თაბახების ქება

მიყვარს თაბახების ქება,
დღეში ,,ზოგჯერადი’’ წერით.
სული პოეზიით თვრება,
სხეულს ჯერ არ ვუსვამთ წერტილს.
ლარნაკს ყვავილები ართობს,
ბუხარს ნაკვერჩხლების ჯარი.
სახე ჩამოგიგავს მნათობს,
თმები ნაწნავებად არი
მხრებზე ჩამოშლილი მორცხვად,
ნუთუ ერიდება მზეებს.
მაშინ მახსენდები როცა,
ვხედავ აზვირთებულ ღელეს.
მართობს უცნაური თოვა,
ქროლვა ათასგვარი ფიქრის,
რადგან ოცნებების დროა,
მთვარე მონოლოგებს ითვლის.
ბეჭზე ჩამოგკიდეს ჩანთა,
წელზე მოგახვიეს შარფი,
ასე უკეთესი ჩანხარ,
ძველად არც ნაკლები ჩანდი.
ჟამის ისტერიის გამყოფს,
ვნების სურნელება აგდის,
ვიყოთ უფრო მეტად ახლოს,
წმინდას ვეზიაროთ ადგილს.
წიგნი გადავფურცლეთ თავთან,
ფეხით გადავთელეთ დარდი.
შენი ბავშვობა თუ მგავდა,
მეც ხომ შენს ბავშვობას ვგავდი.
შენი მომავალი მიხმობს,
ვხვდები ჩემს მომავალს ელი.
აწი რაც არ უნდა იყოს
შენით არ მაკლდება წელი.
ჩემი ავტოგრაფი შენ ხარ,
მე კი უშენობის მახრა.
შენი ხმა გავიგე წეღან
და კვლავ შენს ხმას ვუცდი ახლაც.
მახსოვს არ გელოდი როცა
გულის სიღრმე მთხოვდა ლოდინს.
შენი დალალების კოცნა, 
როდის მეღირსება, როდის?!
როდის მომანათებ მზერას,
როდის დაიღლები მზერით.
ტალღის აზვირთება ღელავს
როცა გადაუვლის გემი.
მერე ჰორიზონტის ჩრდილში,
ვნებას დავიოკებ ლექსით.
ვნების ნუ გექნება შიში,
ლექსებს ჰორიზონტსაც ვესვრით.
შენი მადლიერი ვარ და
ვიღაც უმადური შენი.
მგონი ნეგატივის გარდა
ყველა როლში შევიჭერი.

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნანახია: 945 | დაამატა: kvaxadze | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz