ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 5:04 PM
მთავარი » 2012 » მარტი » 25 » მოლოდინი

5:33 AM
მოლოდინი
ასე მგონია, ვიღაცა უნდა შემხვდეს.
- ვინ უნდა შეგხვდეს?
- რა ვიცი.
- მაშ, რატომ გგონია?
- იცი, მე ის მიყვარდა.
- როდის?
- ეგ არ ვიცი როდის, ალბათ დიდი ხნის წინათ.
- მაინც?
- მანამ დავიბადებოდი.
- ვერ გავიგე.
- შეიძლება მაშინ დაბადებულიც ვიყავი, მაგრამ სხვაგან. მე იქ მიყვარდა და ეხლაც სულ იმას ვეძებ.
- რომ არ შეგხვდეს?
- ეგეც შეიძლება.
- უცოლო ხომ არ დაბერდები, მოიყვანე ვინმე.
- ვინ?
- რა ვიცი, ვინმე.
- არა, არა, ეგრე როგორ მოვიყვანო.
- ის რომ არ შეგხვდეს?
- ხომ მიყვარს?
- ეგეთი სიყვარული არ გამიგონია, არ იცნობ, არ გინახავს და გიყვარს.
- ჰო, მიყვარს.
- იქნებ არ გიყვარს?
- მაშ, რატომ მგონია, რომ უნდა შემხვდეს?
- იქნებ სიზმარში ნახე.
- არა, სხვაგან ვნახე სადღაც.
- გარეგნობა გახსოვს, როგორი აქვს?
- არა, არ მახსოვს.
- მაშ, როგორ უნდა იცნო, რომ შეგხცდეს?
- ვიცნობ. ვიცი, რომ ვიცნობ. არ შეიძლება რომ არ ვიცნო.
* * *

- არ შეგხვდა?
- არა, არ შემხვდა.
- მერე?
- რა მერე?
- არ მოიყვანე ცოლი?
- არა.
- კიდევ იმას ელოდები?
- ჰო.
- რამდენი წლის ხარ?
- სამოცდაექვსის.
- კიდევ გიყვარს?
- კიდევ.
- იქნებ შეგხვდა და ვერ იცანი!
- ჰა?!

- არა, არაფერი.

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნანახია: 927 | დაამატა: kvaxadze | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz