ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 4:44 PM
მთავარი » 2012 » აპრილი » 9 » მომენატრები

0:51 AM
მომენატრები
მომენატრები და ჯიუტად დაგიცდი მაინც,
მხრებზე მოვისხავ მოლოდინით სევდის მანტიას.
ფიქრებით ჩუმად, მარცვალ-მარცვალ დავმარცვლავ დღეებს,
დადგა აპრილი? თუ ჯერ ისევ შლეგი მარტია?!...
ვგრძნობ მონატრება,როგორ ალღობს თითებით ყინულს,
შემომეპარა, ჩამეღვარა სხეულში სითბოდ.
ყოველი წუთი საუკუნედ მომეჩვენება,
თვალები გეძებს,გული უხმოდ გეძახის, გიხმობს.
მომენატრები სიგიჟემდე მომენატრები,
ფრჩხილებით დავხევ ამ საძულველ დუმილის ფარდას,
მე მოვალ შენთან, მოლოდინით დაღლილი ქალი,
თავს შეგახსენებ, აღარ მინდა ჯიუტად დაცდა!
მომენატრები , მივაშურებ ქათქათა ფურცელს
და მას მივანდობ ჩემი სულის უსაზღვრო სევდას,
შენი აჩრდილი გაიელვებს სულ რაღაც წამით,
ვით გაზაფხულზე მოელვარე მქუხარე ელვა.
მომენატრები და ჯიუტად დაგიცდი მაინც,
ვეღარ გავბედავ შენთან მოსვლას, ვიქნები ჩუმად...
თვალებში ისევ ჩამოწვება ღრუბელი სევდის,
ვიცი დავკარგავ წამებს, წუთებს ამაოდ, უქმად.
მომენატრები, სიგიჟემდე მომენატრები..
კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნანახია: 962 | დაამატა: kvaxadze | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz