სამარისებური სიჩუმეა.ძველი სახლის ერთ პატარა ოთახში ბუხარი გიზგიზებს.სიჩუმეს მხოლოდ შეშის ტკაცატკუცი არღვევს.ოთახში დამკვიდრებული ნესტის სუნით თუ ვიმსჯელებთ,მივხვდებით რომ ეს სახლი ძველია,თანაც მიტოვებული.გაყვიტლებულ,აქა-იქ დაობებულ კედლებზე რამდენიმე საოჯახო ფოტო ჰკიდია.როგორც ჩანს,სახლის პატრონებს ეკუთვნით.მარჯვენა კედელთან,ბუხართან ახლოს,სპარსული ხალიჩაა დაგებული,ეტყობა სახელდახელოდ არის გაწმენდილი,თუმცა დაბუდებულ მტვერს თავისი კვალი დაუტოვებია.ხალიჩაზე ახალგაზრდა შავგვრემანი მამაკაცი ზის და ბუხარს არის მიფიცხებული.სავარაუდოდ,ტანისამოსი დასველებია და თბება.უცნობი,ალბათ 30წლამდე იქნება,თუმცა მკაცრი იერი აქვს.შავ თვალებზე,ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლის ალი დასთამაშებს.მისი სწორი ცხვირი ხასიათის სიმტკიცეზე მიგვანიშნებს.ოდნავ მოსვებული წვერი კი ხორბლისფერ კანს უფრო უმუქებდა. ნეტავ რას გამოვექეცი,რა მინდოდა?ვისთან გამოვიქეცი?ნუთუ ის სიმშვიდე მომენატრა,რომელიც ამ მოგონებებით სავსე სახლში ცხოვრობს?-ფიქრობდა ვაჟი და თან ოთახს ათვალიერებდა.მზერა ფოტოებზე შეაჩერა და გაეცინა...თუმცა სევდამ მალევე წაართვა ღიმილი.ლამაზ დროს ასახავდა ფოტოები.მაშინ 14 წლის იყო,პაპასთან და ბებიასთან ხსირად ჩამოდიოდა სოფელში.მათაც უხაროდათ ერთადერთი შვილიშვილის ნახვა,თუმცა გიგა ბუნებითაც კარგი ბავშვი იყო და სოფელშიც ყველას უყვარდა.ბებია და პაპაც ამაყობდნენ კარგად აღზრდილი,ჭკვიანი შვილიშვილით.ნატოც გაახსენდა...თუმცა რა გაახსენდა..ის მუდამ მასთან იყო ოცნებებში და ფიქრებში,მხიარული,ხანდახან თავქარიანიც კი...გრძელი ხუჭუჭა თმებითა და მწვანე თვალებით...წარსულიდან ისევ აწმყოში გადმოინაცვლა და გაიფიქრა:ე.ი. კვირას ქორწილია?!მე კი აქ ვარ და ვერ ვხვდები რატომ.ნუთუ იმის გაკეთებას ვაპირებ,რაც 10 წლის განმავლობაში ვერც ერთხელ ვერ გავბედე?არა,შეუძლებელია..გაბრაზებული ფეხზე წამოიჭრა და ის იყო მუშტი უნდა დაერტყა კედლისთვის,რომ გაშეშდა.კართან ქალიშვილი იდგა,ხუჭუჭა თმებითა და მწვანე თვალებით... -გიგაა?!...ხმაური შემომესმა,ვიფიქრე რომ ვინმე შემოიპარა და მაშინვე აქეთ წამოვედი...არ გელოდი...რატომ ჩამოხვედი? გიგა ხმას არ იღებდა...ბოლოს მიუახლოვდა ნატოს,თვალებში შეხედა და თქვა:- ქორწილის ჩასაშლელად...