ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 4:12 PM
მთავარი » 2012 » თებერვალი » 18 » ყველაზე ცუდი და ყველაზე კარგი

6:56 PM
ყველაზე ცუდი და ყველაზე კარგი
ყველაზე ცუდია,როცა ნერვიულობ,ერთ ადგილას ვერ ისვენებ და რაღაც ავის მომასწავებელი გრძნობა გეუფლება,თითქოს ფათერაკი უნდა შეგემთხვას,ელოდები ამ ყველაფერს ისე,როგორც სიკვდილმისჯილი ელოდება საბოლოო განაჩენს,რომელსაც გულის სიღრმეში ჯერ კიდევ უღვივის იმედის ნაპერწკალი,რომ მის სასიკეთოდ გაასამართლებენ და აღარ მოუწევს სიკვდილთან შეხვედრა,მის მტავრალ თვალებში ჩახედვა.
ყველაზე საშინელი განცდაა,როდესაც მიგატოვებენ,ფიქრების და ტანჯვის ამარა მიგაგდებენ,როგორც დაბნეული და სასოწარკვეთილი დედა მიატოვებს ახალშობილს და ნაგავზე გადასაგდებად გაიმეტებს.იმ ბავშვსაც,როგორც ჩვენ,საყვარელი ადამიანისაგან მიტოვებულს, რაღა დაგვრჩენია,გარდა ტირილისა და თავის ნუგეშისა,მაგრამ ჩვენ შორის ბავშვი უფრო საცოდავია,რადგან ის უმწეოა და ვერ დაიცავს თავს ყოველგვარი განსაცდელისაგან. აი, ჩვენ კი ვალდებულებიც ვართ,არ დავკარგოთ ჩვენი ,,მე’’ და ლოცვით, ღიმილით, რომელიც იმედის და მომავლის რწმენის უმცროსი დაა,საკუთარი სული გადავარჩინოთ და,მიუხედავად ტკივილისა,გულის ტკენისა,ჩვენ ცხოვრებას ჩვენივე არსებობით ხიბლი და აზრი შევძინოთ.
ყველაზე ცუდია,როდესაც მოგწონს ადამიანი,მასში შენს თავს ხედავ და შენი სულის გამოძახილს ისმენ,იმავე ჰაერით სუნთქავ,რომლითაც ის,იმავე იმედს ებღაუჭები,რომლითაც ის ცოცხლობს და იმასვე განიცდი და შეიგრძნობ,რასაც ის,მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება რეალობაში,როგორც იქ,სადაც გულის კუნჭულშია მიჩქმალული და არავინ არ იცის,როდის ამოხეთქავს,ჩამქრალი ვულკანივითაა და იმ დაშორებული წყვილივით,რომლებსაც ერთმანეთის მიმართ ჭეშმარიტი გრძნობა და მოწიწება აქვთ,მაგრამ ამის აღიარების და გამოხატვის ნიჭი არ გააჩნიათ.
ყველაზე ცუდი, იცით, რა არის კიდევ? - მარტო ცუდს რომ ვხედავთ უმეტეს შემთხვევაში და ვერ ვამჩნევთ ჩვენ გარშემო,თუ რა ლამაზია სამყარო,რომ ღმერთმა კარგისთვის შეგქვმნა და არა ბოროტებისთვის,რომ არსებობენ ადამიანები,რომლებსაც ვუყვარვართ,გვიყვარს და სჭირდებათ ჩვენი დახმარება.ამ ყველაფერს მხოლოდ მაშინ ვხედავთ,როდესაც განსაცდელში ჩავარდებით და ეკლესიაში წავალთ,როგორც უამრავი ქვრივი თუ უშვილო ქალი,გარდაცვლილი შვილის მშობელი მოუხშირებს ეკლესიაში სიარულს,ლოცვას,რადგან მიხვდება,რომ ამ ქვეყნად იმიტომ არ არსებობს ყველაზე ცუდი,რომ ყველაზე კარგი უფალია და ამ კარგის შეცნობის ადგილი კი,მის ხატად შექმნილი ტაძარია.
კატეგორია: სასიყვარულო, ჩანახატები | ნანახია: 1024 | დაამატა: kvaxadze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz