ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 5:43 PM
მთავარი » 2012 » მარტი » 23 » ყვითელი სანთელი დასასრული

9:35 PM
ყვითელი სანთელი დასასრული
- ლოცვა?

- ნამდვილად! გალობით მუშაობენ. ბზუ, ბზუუ, ბზუუუო, რომ იძახიან მუშაობის დროს, ეს თურმე გალობაა და მათ ენაზე, ნიშნავს „სანთელი სულს, თაფლი ხორცსაო, სანთელი სულს, თაფლი ხორცსაო". აი, შენი ჭირიმე, თუ რა არის ყვითელი თაფლის სანთელი. თვითონ გამჩენისაგან არის საწირავად დანიშნული და ჩვენც ვასრულებდით მის ნებას. ვალღობდით, გავწმენდდით, გავაკეთებდით სანთლის კვერს და ჩავასვენებდით წმინდად სკივრში. თაგვი ვერ მიეკარებოდა და ჭინჭველა. როცა დაგვჭირდებოდა - ამოვიღებდით, დავგრეხდით ბამბის ძაფს, გავაკეთებდით პატრუქს, გავალღობდით სანთლის კვერს, ჩამოვთლიდით და ჩამოვქნიდით სანთელს. დავჭრიდით ციდა-ციდას, ტკაველ-ტკაველას და მიგვიხაროდა ეკლესიისკენ. ეს მზადება და კეთებაც თავისთავად ღვთის ვედრება და ლოცვა იყო. ახლა? ახლა კი ნაარმი გროშით უნდა იყიდო სანთელი, ვინ იცის, შიგ იქნება, ნახევარზე მეტი ძაღლის ქონიც ურევია. ურჯულოს ჩამოსხმულია და ურჯულოს გაყიდული. ის უნდა აუნთო ხატს. აჰ, არა, არა, შენი ჭირიმე. მე ღმერთმა ნუ ჩამადენინოს ეს ცოდვა, და სხვებს - რაც უნდათ, ისა ჰქნან. დიდი ხანია საყდარში სასოებით აღარ შევსულვარ, აღარ მიმირთმევია სანთელი ხატისთვის! - წაიბუტბუტა თავისთვის, ერთი მწარედ ამოიოხრა, თითქოს ნაღველი თან ამოატანაო, და ჩაქინდრა თავი. მეც დიდხანს ხმა აღარ ამომიღია. რომ ვინმეს ვენახეთ, იფიქრებდა, საწყლებს ღვინო მოკიდებიათ და გაბრუებულანო. არ ვიცი, რას ფიქრობდა ის, მაგრამ მე კი ძველი დრო მეხატებოდა თვალწინ. მომაგონდა მამაჩემი, გამახსენდა მისი ყვითელი სანთელი და მხოლოდ მაშინ მივხვდი, თუ რას ნიშნავდა მისი ჭირვეულობა. მოხუცმა თავი მაღლა აიღო, თითქო გამოერკვაო, და თავდაბლად შემეკითხა:

- თავი ხომ არ შეგაწყინეთ, ბატონო, ჩემი უგნური საუბრით? რა ვქნა, ძველი კაცები ვართ, რაც არ ვიცით, მეტი რა მოგვეთხოვება? თქვენმა გულკეთილობამ და თქვენმა მადლიანმა პურ-ღვინომ ამაჭიკჭიკა, თვარა სხვაგან ხმასაც არ ვიღებ ხოლმე, და რომ კიდეც ამოვიღო, ყურს ვინ უგდებს? „როდინდელ ამბავს ამბობო? ახლა სხვა დროა და სხვა სიტყვა-პასუხიც გეჭირვებაო". მართალია!

- არა, ჩემო საჩინო! მართალია, ჩვენ თქვენზე მეტი გვინახავს და მეტიც ვიცით, მაგრამ ჩვენი ქვეყნის გულში კი თქვენ უკეთ ხართ ჩახედული. ჩვენ მაცდურმა გვიქცია მხარი და გზას გადავუხვიეთ, შეჩვენებული იყოს მისი არსება-მეთქი - ვუპასუხე ნაღვლიანად.

- ამინ და კირიალეისონო! - დაამატა მოხუცმა და წაუქცია თავი ღვინით სავსე ჭიქას.
კატეგორია: სასიყვარულო, ჩანახატები | ნანახია: 904 | დაამატა: kvaxadze | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz