ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 4:03 PM
მთავარი » 2012 » თებერვალი » 19 » Requiem

11:15 PM
Requiem
დილიდან თოვდა, შუადღისკენ უფრო იმატა.
არა მგონია, ამ ცხოვრებას თავი მოებას.
ვინც ახლა ჩემზე ჭორაობენ, ერთი იმათიც…
ეს სტროფი ასე ბოლოვდება - ამაოება.

დღეს ერთი მაგრად გამოვთვრები, ალბათ ღორივით,
დავწვები მერე იატაკზე, მიყვარს მტვრის სუნი,
საკუთარ სისხლს რომ არ წავბილწავ - ორჯერ ორია,
ჰოდა, ალერსზე უარს ვამბობ, წადი, ფისუნი.

დავრჩები მარტო, სიმარტოვე ლურჯი ფერია,
ერთი სული მაქვს, ერთი ვარ და ერთს ვეფერები.
საითაც გინდა გაიხედე - არაფერია.
ყველაფერია - მხოლოდ მისი ბედნიერება.

შუადღით თოვდა, საღამოსკენ უფრო იმატა.
წელს უჩვეულოდ ცივი ხელი ჰქონდა ნოემბერს.
მე სიცოცხლეში მიმატოვეს, ჩანს, გამიმართლა,
საზიზღრობაა, რომ კვდები და მერე გტოვებენ.
კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნანახია: 1189 | დაამატა: kvaxadze | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz