მზესაც გაუქრა ხალისი, მზესაც ერევა ფერები, როცა თენდება საწყისი, მაშინაც ვერ გეფერები, ღრუბლებიც ვითომ დაბერდა, ვარდებიც ჭკნება წითელი, ზღვებიც ხომ ვითომ აღელდა, მეც ნამცეცივით ვიბნევი, მთვარეს ამოსვლა არ უნდა, ფიქრებით დაშინებული, ჩემი გრძნობები გაუტკბა, წასვლაც აქვს დავიწყებული, ნისლმა დაიდო ადგილი, ბუნებაც ვითომ ზურგს მაქცევს, წლებია ნუთუ განვლილი, მაგის არ მინდა რომ მწამდეს, ყოველი ასოს წერაში, თითქოს მაშინვე ვბერდები, სტროფეფს გულიდან ვეღარ ვშლი, და ლექსს არადროს ვნებდები, ფურცელიც თითქოს მეტს ითხოვს, კალამი წერას აჩერებს, თითქოს მელანიც მე მინდობს, მაგრამ მე წერას ვაგრძელებ ...