გიგრძვნიათ სხეულის სიმარტოვე? სულის სიბრალული? როდესაც არააქვს მნიშვნელობა იცოცხლებ თუ მოკვდები? როდესაც სულერთია აგიჩქარდება თუ არა სუნთქვა... გულის ცემაც კი არ არის ძველებური და ერთ დღესაც აღმოაჩენ რომ ცხოვრებას აზრი სულაც არ ქონია... როდესაც მიხვდები რომ ზედმეტი ტვირთია სიხარული, სიყვარული,.,, მაშინ... მაშინ მაინც გაიხსენებთ გოგონას რომელმაც ეს ყველაფერი ერთ დროს გადაიტანა... ეს მე ვარ ჩემი ოცნებების მორევში არეული. იცით ახალი კოქტეილი გამოვიგონე და სახელად „ ჩემი ცხოვრება" დავარქვი, ვინც კი მას სვამს ყველა ტირის... ვხვდები, ცხოვრებაში მეტი არაფერი მიკეთებია.. ტირილი , ტირილი და ღიმილი... ღიმილი და ფარსი, ფარსი და ისევ შენ.. ეს ჩემი ცხოვრებაა დაარქვებული გაზეთების ფურცლებზე, ესეც მე ვარ საუკუნის წინანდელ პორტრეტზე.. ქალი რომელიც არასოდეს სრულდება.. ეს კი, ეს კი მარადისობაა შენს თვალებში არეკლილი... მინდოდა მთელი ხმით მეყვირა „ მიყვარდი, გესმის მიყვარდი" ... არ ჩამთვალოთ გიჟად, მე უბრალოდ ვცდილობდი ცხოვრება მესწავლა, შეცდომებით გავლილი გზა ... გზა რომელიც არაფერს არ გავს.. და მაინც გიგრძვინიათ სულის სიმარტოვე? მე კი ისევ ვიღიმი ჩემი ოცნებების მორევთან ვდგავარ და ველი როდის მკრავენ ხელს... მე ხომ ასე მოველი.. ეს მე ვარ , ჩემი ცხოვრებით. ეს მე ვარ ქალი საუკუნის რომანიდან , რომლის გააზრება ვერა და ვერ შეძელი )) ეს მე ვარ, მომძებნე შენს წარსულში, მიპოვე აწმყოში და იცონებე იქნებ მომავალში აგიხდე კიდევაც !