ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 6:01 PM
მთავარი » 2012 » იანვარი » 17 » სესილია და ნატვრის ხე (3)

6:39 PM
სესილია და ნატვრის ხე (3)
სესილია და ნატვრის ხე (3)

Image.geotorrents.com

დედა საუზმის მომზადებას ჩქარობდა,რადგან მამას,როგორც ყოველთვის,სამსახურში აგვიანდებოდა.მერიმ გაცეცხლებულ ტაფაზე კარაქი დააგდო და მაცივრისკენ წავიდა კვერცხის გამოსაღებად.მაცივარი გამოაღო და გაფერადებული კვერცხი დაინახა.
- ერთხელაც მოგვწამლავს ეს გოგო.ვინ იცის,რამდენი საღებავი გვაქვს ნაჭამი! - ღიმილით გადააქნია თავი და შვილს გახედა.უცებ, შენიშნა,რომ სესილია ერთიანად გაწუწული იდგა და სიცივისგან კბილს კბილზე აცემინებდა.ის იყო,შენიშვნის მიცემა დააპირა,რომ სესილიამ იყვირა:
- მააამა,არ დაააჯდე,შეეეღებილია... 
მაგრამ უკვე გვიანი იყო,მამა სწორედ იმ სკამზე დაჯდა,რომელიც სესილიამ წინა საჭამოს საგულდაგულოდ მოხატადავითი მაშინვე წამოხტა სკამიდან და ტანსაცმელზე დაიხედა.აღშფოთებისგან ენა ჩაუვარდა.აბა,რა იქნებოდა?მის გამოსასვლელ კოსტიუმზე გვირილები ყვაოდა...ის იყო,ქალიშვილს უნდა გაჯავრებოდა,რომ გოგონამ დაასწრო:
- მეეგონა დიილამდეე გააშრებოდა,მაგრამ აარ იინერვიულოო,ეს სააღებავი აარ რჩეება ლააქად.
დავითს სახე შეეცვალა...
„ვაიმე როცა სცივა და ნერვიულობს,კიდევ უფრო უჭირს ლაპარაკი",-გაიფიქრა შეწუხებულმა და იმის ნაცვლად,რომ დაეტუქსა,მზრუნველად უთხრა: 
-გამოიცვალე,თორემ სველი ხარ და ავად გახდები.
სესილია სამზარეულოდან გავიდა,მეორე სართულზე ავიდა და თავისი ოთახის კარი შეაღო.
მისი ოთახი ძალიან ლამაზი იყო.სხვადასხვა ფერის ყვავილებით და პეპლებით მორთული.მის ოთახში სარკეც კი მოხატული იყო,მაგრამ მას სარკე არ უყვარდა რადგან მის დანახვაზე ერთი თავმომწონე თანაკლასელი ახსენდებოდა,რომელიც სულ სარკეში იყურებოდა
.
Image.geotorrents.com

- მე დავბრუნდი, - ოთახის კარი შეაღო და ნახატებს ხელი დაუქნია.როგორც მიხვდით,ის თავის ნახატებსაც გამართულად ესაუბრებოდა.
ნახატებმა,როგორც ყოველთვის,გაუღიმეს.
მათთან მისალმების შემდგ გოგონა შხაპის მისაღებად აბაზანაში გავიდა და მაშინღა აღმოაჩინა,რომ ახალი თმის სამაგრი,სამზარეულოში ატეხილი ამბის გამო თითქმის რომ გადაავიწყდა,ჯერ კიდევ ხელში ეჭირა.
„ რა უცნაური რამე დამემართა,ასე მეგონა,სადღაც ნამდვილად უკვე მინახავს ეს ხე...- დაფიქრდა გოგონა და უცებ თვალები გაუბრწყინდა,სიზმარში მინახავს...ძალიან ბევრჯერ მინახავს...ასეთი მორთული არა,მაგრამ ნამდვილად ის იყო..."
უცებ,ცხვირსახოცის ქვეშ მაღვიძარაც აწკრიალდა და გოგონას სკოლაში წასვლის დრო აუწყა.
- ვიცი,უკვე მივდივარ,- წამოიძახა გოგონამ და მაღვიძარა გამორთო.
გასვლის წინ კიდევ ერთხელ შეათვალიერა თავისი ახალი თმის სამაგრი,მაგიდაზე ფრთხილად დადო,სკოლის ჩანთა აიღო და ოთახის კარი გაიხურა.კიბეზე ჩაირბინა და სამზარეულოში მორცხვად შეიჭყიტა,მაგრამ,საბედნიეროდ,იქ არავინ დახვდა.დედა ალბათ ეზოში იყო და მამას სამსახურში აცილებდა.სესილიამ წაიხემსა და მერის დამატებით საყვედურებს სკოლაში გაეპარა.

Image.geotorrents.com
კატეგორია: სასიყვარულო, ისტორიები | ნანახია: 1698 | დაამატა: kvaxadze | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz