სნეული მოხუცივით სევდიანი და ხალისწართმეული დღეა... მონაცრისფრო... ...ნისლიანი...უიმედო.... არ ვიცი მართლა ასეთია ეს დღე თუ მხოლოდ მე მეჩვენება ასეთად... არ ვიცი... არ ვიცი...მგონი მხოლოდ მე მეჩვენება, რადგან ვხედავ ეზოში ბავშვები უდარდელად თამაშობენ... მხიარულად იცინიან... დახტიან მტვრიან მიწაზე და სულ არ ანაღვლებთ ის, რომ ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი ესვრებათ... ან კი აქვთ რამე სადარდებელი?... მათ ხომ ჯერ არ იციან თუ რას ნიშნავს ნამდვილი ცხოვრება... მისი ავ-კარგი... სიცოცხლის გზაც ხომ მხოლოდ ია-ვარდით მოფენილი ჰგონიათ...ეს სამყარო კი მხოლოდ ვარდისფერ ფერებში ესახებათ... კეთილი შურით მშურს მათი გულუბრყვილობა...უმანკოება...სიხალისე...უდარდელობა... და ჩემდა უნებურად სინანულით ვივსები...ეჰ, მეც მინდა მათნაირი ვიყო და არ ვიცოდე ბოროტების არსებობა.... კარგია რომ მზე გამოდის, თორემ ასეთი დღის შემყურეს ლამისაა უკვე გული შემიწუხდეს...მაგრამ რაღაც უცნაური ფერის მზეა... ჩვეულებრივ ოქროსფერი კი არ არის, მწიფე კომშისფერია... გულისამრევად ავადმყოფური ყვითელი... ისეთია, რომ სიბრალულისაგან ტირილი მინდება...თითქოს მზეც ამას ელოდაო-შერცხვენილი ისევ იმალება რუხი ფერის ღრუბლებში და ისიც ჩემსავით სატირლად ემზადება... მინდა რომ იწვიმოს... მინდა ჩემი ცრემლები შეერიოს წვიმის წვეთებს და... ერთად დავასველოთ ეს გამომშრალი და უგულო დედამიწა... ცრის...ბავშვები მხიარული ჟრიამულით შერბიან სახლებში... უხმოდ ვტირივართ... მე... და კომშისფერი მზე....