ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 5:27 PM
მთავარი » 2012 » მარტი » 3 » შენ, გჩუქნი გაზაფხულს უწვიმოდ...

9:15 PM
შენ, გჩუქნი გაზაფხულს უწვიმოდ...
ისეთი დილაა მზეს, ცეცხლად გულში, რომ დაიტევ.
მე, შენზე ვფიქრობ და სამყარო თავისთვის ტრიალებს.
დღეიდან დავუთვლი ბილიკებს თვითეულ ნაბიჯებს,
იმ კვალზე, რომელიც სიზმრებში ნავალიც კი არის…

ფანჯრიდან სხივები… და მერე მზე სულში შემოდის,
აცდენას უკეთებს გაზაფხულს წვიმები, სეზონით.
იქ, როცა იქნები... ხო, სადაც იქნებით თქვენ ორნი…
გლეხური სახლია, კოხტა და მოვლილი ეზოთი.

იქ, ვარდებს თესავენ, მიწას კი სუნი აქვს ნესვისა
და ტბაში ვარსკვლავებს, ხელებით იჭერენ თევზივით.
იმ, მთებმა ქვეყანას იმაზე ნაკლები ვერ მისცა...
ილია, რომ იყო… (ხო, მეტირება და ვერ ვტირი.)

მარტია შენი თვე… შენ, გჩუქნი გაზაფხულს უწვიმოდ.
დღეიდან დავითვლი ნაბიჯებს, აქედან შენამდე…
ნაკლებად მაღელვებს, ზღაპარში:” იყო და არ იყო...”
შენია ცის-კარი მიდი და უბრალოდ შეაღე!..
კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნანახია: 935 | დაამატა: kvaxadze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz