ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 4:37 PM
მთავარი » 2012 » თებერვალი » 19 » სტივენ კინგი ,,დაწყევლილი ექსპედიცია"

10:59 PM
სტივენ კინგი ,,დაწყევლილი ექსპედიცია"
- ჰოოო, - თქვა ჯიმი კელერმა და უდაბნოს შუაგულში ასაფრენ ზოლს გახედა, სადაც გასაფრენად გამზადებული რაკეტა იდგა.
გაუკაცრიელებულ ველზე უდაბურმა ქარმა დაუბერა, ჰიუ ბულფორდმა კი დასძინა, - მგონი ვენერაზე გაფრენის დროც დადგა, ნეტავ რატომ გვინდა მაინცდამაინც იქ გაფრენა?
- არ ვიცი, - მიუგო კელერმა, - ნამდვილად არ ვიცი.
ხომალდი პლანეტას მიუახლოვდა და ძირს დაეშვა, ბულფორდმა თავი გარეთ გაჰყო, ჰაერი ჩაისუნთქა და განცვიფრებულს აღმოხდა:
- ღმერთმანი, დედამიწის ჰაერსა ჰგავს! შესანიშნავად ვსუნთქავ.
გზა განაგრძეს და ახლა კელერმა ვერ დამალა გაოცება, - საკვირველია პირდაპირ, აქაც ისეთივე გაზაფხულია, როგორც დედამიწაზე, რა წვნიანი მწვანე და ლამაზი მცენარეებია, ნამდვილად სამოთხეში მოვხვდით!
პლანეტის სტუმრებმა ცოტა კიდევ გაისეირნეს, ვენერაზე შესანიშნავი ტემპერატურა იყო, რომ მოშივდათ, ამწვანებული ხეების ნაყოფიც დააგემოვნეს, ძალიან მოეწონათ ეგზოტიკური და გემრიელი ხილი.
- ამ ადგილს ედემის ბაღი უნდა ვუწოდო, - აღფრთოვანდა კელერი.
ბულფორდმა დანთებულ კოცონს გაუშტერა თვალი და ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა, - ჯიმი, არ მომწონს ეს ადგილი, აქ რაღაც ისე არაა... უწმინდურების სუნი მცემს.
- რა უსაზღვროდ ბედნიერი ჩანხარ, - დაცინვით მიუგო კელერმა, - სცადე, იქნებ ჩაგეძინოს.
დილით ჰიუს ჯეიმსი მკვდარი დახვდა, გაყინულ სახეზე ისეთი შიში და ძრწოლა შერჩენოდა, ბულფორდმა ინატრა, ნეტავ მსგავსი რამ აღარასოდეს ვიხილოო.
მეგობრის ცხედარი მიწას მიაბარა თუ არა, დედამიწასთან დაკავშირება სცადა... არავინ უპასუხა, იფიქრა, რადიო დაზიანდაო, შეკეთება დააპირა, მაგრამ არ დასჭირდა გარჯა, საღ-სალამათი მიმღები უბრალოდ ჯიუტად დუმდა.
ამან ორმაგად შეაშფოთა ჰიუ, ხომალდიდან ჩამოვიდა ისევ, მიდამოს გახედა და ძველებურად სასიამოვნო ლანდშაფტს შეავლო თვალი, თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მას კი მაინც შემაშფოთებელი წინათგრძნობა სტანჯავდა.
- შენ მოკალი ის! - გასძახა პლანეტას, - ნამდვილად ვიცი, რომ შენ ხარ მკვლელი.
უცრად მიწა ორად გაიპო და ფეხქვეშ გაუცურდა, კაცი პანიკამ შეიპყრო და ხომალდში შევარდა, მაგრამ ფეხზე ვენერას მიწის გოროხი აეკრო...
ბულფორდმა სცადა და ნიადაგი გამოიკვლია, მაგრამ შედეგმა უარესად შეაძრწუნა, პლანეტა ცოცხალი ორგანიზმი იყო.
მოულოდნელად ხომალდი გადაიხარა და მართვა დაკარგა, ჰიუმ შიშისგან დაიღრიალა, მიწის გოროხი თანდათან გარს ეკვროდა და ტუჩებს ულოკავდა.
რამდენიმე წუთში ყველაფერი დაწყნარდა, ვენერას მიწა მორიგ მსხვერპლს ელოდა...
კატეგორია: სასიყვარულო, ჩანახატები | ნანახია: 1117 | დაამატა: kvaxadze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz