ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 8:39 PM
მთავარი » 2013 » აპრილი » 24 » ტირილი მინდა

3:48 PM
ტირილი მინდა

ტირილი მინდა… მაგრამ ცრემლები არ მომდის… მინდა თვალები დავხუჭო და გავქრე… ან შენ გაგაქრო… არა, რა სისულელეს ვამბობ… შენ ხომ ცხოვრებას მილამაზებ… ქვეყანა რომც ინგრეოდეს, მაინც მენდომებოდა სიცოცხლის გაგრძელება… მხოლოდ იმის იმედით გავიღვიძებდი დილით,რომ იქნებ შენი თვალები მენახა… ყველაფერს დავთმობდი, რაც კი ძვირფასია ჩემთვის, რომე კიდევ ერთხელ მაინც მეგრძნო შენი სიახლოვე… შენი გულის ცემა… შენი სითბო… იცი რატომ მიყვარს ზღვა? ის შენს თვალებს მაგონებს… იცი რატომ მიყვარს პატაარ ბავშვი? ის შენი ღიმილივით სუფთაა და სათნო… იცი რატომ მიყვარს სიჩუმე? სიჩუმეში შენი გულის ცემა მესმის… იცი რატომ მიყვარს სიცოცხლე? იმიტომ რომ შენ არსებობ… მეძინება… მაგრამ თვალების დახუჭვის მეშინია… იმიტომ რომ ვიცი… შენს სახეს დავინახავ… და მერე ისევ ტირილი მომინდება… მაგრამ ცრემლები არ წამოვა… მინდა რომ შენთან ერთად გატარებული ყოველი წამი გავყინო და შევინახო… … საერთოდ არ ვარ ძუნწი… მაგრამ შენ არ დაგთმობდი… მინდა, რომ ჩემი იყო! მხოლოდ ჩემი… შენზე ფიქრები არ მასვენებს… ყველაფერზე შენ მახსენდები… თუ ძალიან გამიმართლა, შეიძლება მთელი დღე გავიდეს ისე,რომ არ გამახსენდე… მაგრამ ღამეს ხო ვერსად გაექცევი? როცა დაწვები… და მარტო… სიჩუმეში… სიბნელეში… გინდა თუ არა, ის ფიქრები ამოგიტივტივდება, რომლებსაც ცდილობდი გაქცეოდი მთელი დღის განმავლობაში… და მერე ისევ ტირილი მინდება… მაგრამ ცრემლები არ მომდის… იცი რატომ? იმიტომ, რომ შენს გამო წამოსული ცრემლების დაკარგვაც მენანება… მირჩევნია გულმა იტიროს… და ტირის კიდევაც…

კატეგორია: სასიყვარულო, ჩანახატები | ნანახია: 1133 | დაამატა: miyvarxar | ტეგები: ტირილი მინდა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz