ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 4:32 PM
მთავარი » 2012 » თებერვალი » 18 » წადი ჩემგან, წაგიღია დარდი..

4:45 PM
წადი ჩემგან, წაგიღია დარდი..
წადი ჩემგან, წაგიღია დარდი...
ერთად ვიყოთ – ვიძახოდით ერთხმად.
ჩუმად მითხრა, რომ ერთმანეთს ვგავდით,
სახლის უკან ამოსულმა ვერხვმა.

ნოსტალგიას ქარი ახვევს ალში
და ეს ქარი უშენობას ბურავს..
ჩემთვის მაინც სულ იქნები ბავშვი,
არ დაგიწერ განდიდების ქულას.

არც ხელკავით გაცილებდი სახლთან
და არც ვიყავ მოტრფიალე ამის;
ღამეს უნდა იმ სიზმრების გახდა,
მთვარის მიღმა რომ მოგაცვა ლამის.

ახლა ზეცა სუფთა არის ისე,
როგორც მანამ, გაგიცნობდი ერთ დროს.
დღე ღამის კვალს კვლავ ფეხდაფეხ მისდევს,
მინდა ღამეს დღე საფუძვლად ედოს.

უკვე ძველი მაგნოლიაც მზარავს,
ძველებურად ვეღარ გითმენ ამდენს..
ვერ დამითვლი მიყენებულ ზარალს,
უშენობაც რომ შენსავით მგავდეს.

ახლა მარტის მოსვლას ველი... მინდა
ხასიათი აგერიოს იქნებ.
შენი სუნთქვა თუ ათასად ღირდა,
ახლა ამ აზრს ჩემი სუნთქვით ვინგრევ.

მაგრამ მაინც ღმერთის შვილი გქვია,
ღვთის ხატება შენშიცაა... გბადებს
დრო და ბოლოს რომ არ იყოს გვიან:
დაჩოქილმა ეამბორე ხატებს...
კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნანახია: 965 | დაამატა: kvaxadze | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz