ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 3:31 PM
მთავარი » 2012 » თებერვალი » 18 » წარსულის თოვა

4:49 PM
წარსულის თოვა
ისევ ისე თოვს სოფლის სერებზე,
საყდრის კედელთან ბებერ ძვლებს სძინავთ,
თოვს, როგორც პაპის სპეტაკ წვერებზე
მოთოვა უკვე დიდი ხნის წინათ...

ჭინკებმაც წამით თვალი მილულეს,
გზას შეეყინა ლანდების როკვა.
პაპამ ბუხართან ძველი, გმირული,
ზამთარზე გრძელი ამბები მოყვა
მგლისმუხლა ბიჭზე, ირმების რძეზე,
თოფზე – მთვარეს რომ უწევდა თითქოს,
ქალზე, მტრის მიერ ჩამომხრჩვალ მღვდელზე,
მტერზე – ათი რომ ხვდებოდა თითოს,
ობლების კვერზე, ზარების ხმაზე,
ძმებზე – ბეღელს რომ უვსებდნენ ერთურთს,
წიქარას ქედზე, თესვაზე, ხვნაზე,
დევებზე – ღვინოს რომ სვამდნენ ერთ ფუთს...

გიზგიზებს რცხილა და ახლა უკვე
ზედმეტად ვერცერთ სიტყვას ვერ ვბედავ,
შვილიშვილებთან რაც უნდა მოვყვე
პაპას დაკოჟრილ ხელებზე ვხედავ.

ქარი კი ფიფქებს სახლებს წინ აყრის,
ფინიებს მგლების ყმუილი აკრთობთ,
უჯვრო საყდართან უცნობ წინაპრის
დამზრალ ძვლებს სევდის ფანტელი ათოვთ...
კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნანახია: 991 | დაამატა: kvaxadze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz