ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 4:15 PM
მთავარი » 2012 » თებერვალი » 13 » ვებრძოლოთ მავნე ჩვევებს

2:36 AM
ვებრძოლოთ მავნე ჩვევებს

თამბაქოს წევა საკმაოდ გავრცელებული მავნე ჩვევაა. თამბაქოს ხანგრძლივი გამოყენებისას ხშირად ვითარდება არასუსურველი შედეგები:
• კარიესი - თამბაქოს კვამლის შესუნთქვისას ზიანდება კბილის მინანქარი, რაც იწვევს კარიესს;
• კბილების გაყვითლება;
• სტომატიტი;
• სასუნთქი გზების დაავადებები - ქრონიკული ბრონქიტი.
• ფილტვის კიბო - მისი ერთ-ერთი ყველაზე საშიში შედეგია;
• ავთვისებიანი სიმსივნე - შეიძლება წარმოიქმნას აგრეთვე პირის ღრუში, ხახაში, ხორხში, საყლაპავ მილში, თირკმელში, შარდის ბუშტში;
• კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები;
• მაღალია მიოკარდიუმის ინფარქტის, გულის კუნთის და ტვინის სისხლძარღვების დაავადებების განვითარების რისკი.
თამბაქოს წევა მავნეა არა მარტო მწეველისათვის, არამედ იმათთვისაც, ვინც მწეველებთან ერთად შენობაში იმყოფება და თამბაქოს კვამლით მოწამლული ჰაერით სუნთქავს.
ადამიანს, რომელიც სუნთქავს თამბაქოს ბოლით დაბინძურებულ ჰაერს, - პასიური მწეველი ეწოდება. მათი უმრავლესობაა ბავშვები და მოზარდები. მწეველები დიდ ზიანს აყენებენ თავიანთი ოჯახის წევრებს, მეგობრებს და თანამშრომლებს.
პასიური მოწევა საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას. გამოთვლილია, რომ წელიწადში თითქმის 50 000 არამწეველი იღუპება პასიური წევისაგან გამოწვეული შედეგების გამო. არამწეველთა შორის პასიური მოწევა ყველაზე ძალიან მოქმედებს ბავშვებზე, მოზარდებზე და იმ პირებზე, რომელთაც აქვთ ასთმა, გულის თუ სხვა სერიოზული დაავადებები.
მწეველი მშობლების შვილები ფაქტობრივად არიან პასიური მწეველები. ასეთ ბავშვებში აღინიშნება ინფექციური დაავადებებისადმი ნაკლები წინააღმდეგობის უნარი, ისინი ხშირად ავადმყოფობენ, აცდენენ სკოლას და უფრო დიდხანს არიან საავადმყოფოებში, ვიდრე არამწეველთა შვილები.თამბაქოს წევის ნაცვლად მიმართეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს.


ამერიკელი ფსიქოლოგები თვლიან, რომ მოწევის შეწყვეტა - ერთ-ერთია იმ ურთულეს ამოცანათაგან, რომლებიც იძულებულია გადაჭრას ადამიანმა. საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ -"ამერიკელები არამწეველების უფლებების დასაცავად" (AmericansforNonsmokers' Rights) მწეველებისათვის, რომლებმაც გადაწყვიტეს თავიდააღწიონ ამ მავნეჩვევას, შეიმუშავეს შემდეგი რეკომენდაციები:
1. სწორად დასვით საკითხი. გირჩევთ არ გამოიყენოთ ფრაზა "მე თავს ვანებებ მოწევას". ამის მაგივრად თქვით: "მე არ მინდა მოწევა". გარეგნულად სხვაობა შეუმჩნეველია, მაგრამ, როგორც გამოკვლევები გვიჩვენებენ,
იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით და დატკბით სიცოცხლის თვითვეული წამით...

კატეგორია: სასიყვარულო, რჩევები | ნანახია: 865 | დაამატა: kvaxadze | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz