ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 5:10 PM
მთავარი » 2012 » მარტი » 25 » ვიყავი, ვარ და ვიქნები

5:52 AM
ვიყავი, ვარ და ვიქნები
– იცი, ამ ყველაფერმა ისე დამაბნია, არადა ვფიქრობდი, სადმე თუ ვნახავ სადმე თუ ვნახავ ხმას არ გავცემ–თქო.
– რატომ?
– რატომ? – კითხვაზე კითხვით ვუპასუხე. რატომ და პირობის შესრულება რომ არ იცი მაგიტომ, დაგერეკა მაინც.
– ააა... გასაგებია, კარგი რა. ყველაფერს აგიხსნი. ბიძაჩემს დაურეკეს, სასწრაფოს უნდა ჩამოხვიდეო და ,,გავიქეცით", რაც შეეხება დარეკვას, შენი ნომერი დავკარგე, სასტუმროშიც ვერავინ გავაფრთხილე.
– გასაგებია, მე კი გული ძალიან დამწყდა... – მოვიწყინე.
– კარგი რა, ნუ მოიწყინე, აბა შენი ღიმილი მაჩუქე.
– გავიღიმე.
– აი ასე, ძალიან ლამაზი და საყვარელი ხარ.
– მადლობა, შენ კიდევ... შენ საზიზღარი ხარ.
– მე ჰო?
და ორივე ისევ ისე ვიცინოდით, როგორც ადრე.
– გახსოვს რა მშვენიერ დროს ვატარებდით ბათუმში?
– რა თქმა უნდა, რა დამავიწყებს. – გავიღიმე.
– ახლა შენი მშობლების დაჟინებული თხოვნის წყალობით, შესულიყავი კარატეზე, ყოველდღე შევხვდებით ერთმანეთს.
– ჰო...
ისევ ვიცინოდით.
ამ დროს მობილურზე ზარი გაისმა.
– ჰო გიო. – ჩემი ძმა იყო.
– სად ხარ?
– გაკვეთილი ცოტა ხნის წინ დამთავრდა და მალე წამოვალ, ვერ წარმოიდგენ ჩემი მასწავლებელი ვი არის.
– კარგი, არ დააგვიანო.
– ,,OK”…
– ჩემი ძმა იყო. ისე რა გასაკვირია, რომ აქამდე არ შეხვედრილხართ ერთმანეთს.
– ეს ხომ გოგონათა ჯგუფია და ალბათ მაგიტომ, ბიჭების ჯგუფი კი მეორე სართულზეა... პრინციპში ყველაფერი ბედის საქმეა. მაგრამ დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენი შეხვედრა ნამდვილად ბედი იყო.
გამეღიმა.
– იმ გოგონაზე რას იტყვი?
– ვისზე?
– ,,ბარბიზე".
– ააა... ნინიზე მეუბნები?
– ჰო 
– რა უნდა ვთქვა?
– გიყვარს?
– მიყვარს? რა სისულელეა.
– რატომაა სისულელე? ის ლამაზი გოგოა, იქნებ მატყუებ?
– არა... მოიცადე, შენ რა ეჭვიანობ?
– არა, რა სისულელა, უბრალოდ...
– რა თქმა უნდა ეჭვიანობ.
– არა...
ისევ ზარია, გიოა... დინამიკზე დამეჭირა თითი.
– ბიჭო ხომ გითხარი მალე მოვალ_თქო?
– რაა? ანი რა მოხდა?
– უი, გიო შენ ხარ? – დინამიკი მოვხსენი და ავდექი.
– როგორ ხარ? – ნიკაც ჩემთან ერთად ადგა.
– კარგად, შენ? სად ხარ?
– მეც კარგად. გუშინ ჩამოვედი ქუთაისში. შენ?
– მეც, რა დამთხვევაა არა?
ნიკა თითქოს ცდილობა ჩვენი საუბარი მოესმინა, მაგრამ საშუალებას არ ვაძლევდი.
– აბა...
– ხომ არ შევხვდეთ? ახლა სად ხარ მითხარი და გამოგივლი.
– არა, არ შეწუხდე.
– რა შეწუხებაა. მისამართი მითხარი.
– გაგიკვირდება და, ახლა კარატის კლუბში ვარ.
მისამართი ვუთხარი.
– კარგი, გამოგივლი. დამელოდე.
– კარგი.
– ვინ იყო? – შეწუხებულმა მკითხა ნიკამ.
– ჩემი მეგობარი გიო.
– რა გითხრა?
– ანგარიში უნდა ჩაგაბარო? – გავუღიმე.
– არა, უბრალოდ მაინერეებს ვის ხვდები.
– აჰა, და აშენ მელაპარეკებოდი ეჭვიანობაზე?
– ეგ რა შუაშია?
– რა და... შენ ეჭვიანობ.
– სულაც არა.
და აი გიოც მოვიდა.
– ასე უცებ მოხვედი? – თან საკოცნელად გავეშურე, ის ჩემი ერთ–ერთი საუკეთესო მეგობარია.
– აქვე ახლოს ვიყავი.
– ნიკა გაიცანი ეს გიოა, ჩემი მეგობარი, გიო ეს ნიკა, ჩემი კარატის მასწავლებელი და უკვე მეგობარი.
– სასიამოვნოა.
– ჩემთვისაც. – და ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
– წავიდეთ ანი, სახლში მიგიყვან.
– კარგი, გარეთ დამელოდე, ახლავე გამოვალ.
– კარგი.
– აბა ნიკა, რას იტყვი? არ ეჭვიანობ?
– არა... – თითქოს ყოყმანით თქვა.
– ძალიან კარგი, მაშინ გული აღარ დაგწყდება. ნახვამდის.
– ის ხომ უბრალოდ მეგობარია? – წასულს მომაძახა.
– ჯერ კი. – გამომწვევი იერით ვუთხარი.
მისი წვალება არმსიამოვნებდა, მაგრამ… მაგრამ ასე იყო საჭირო.
გიომ სახლამდე მიმიყვანა, ხელზე მეამბორა, დამემშვიდობა და წავიდა. ის კი იჩენს ჩემდამი ყურადღებას, მაგრამ მე ის სრულებითაც არ მაინტერესებს. მე მხოლოდ ,,ის" მაინტერესებს, მხოლოდ ,,ის", მან გააღო ჩემი გულის კარები, ძალიან ადვილად მოიპოვა ჩემი გულის გასაღები.
,,მე ვარ ისეთი, როგორც არავინ,
მე მიყვარს ის, როგორც არავის,
შენ ხარ ოცნება ამოუცნობი,
მიუწვდომელი, როგორც არავინ."
მშვენიერი ლექსი გამომივიდა... ეჰ, რას არ გააკეთებ, როცა გიყვარს.
ნიკა, ნიკა, ნიკა, ნიკა, ნი... ეჰ, შენი სახელი შემიძლია მილიონჰერ წარმოვთქვა. ნეტავ, შენ რას გრძნობ ჩემს მიმართ?! შენც გიყვარვარ? უკვე 15 წლისვარ და შენსავით არავინ მყვარებია, ასეთი სიყვარული არასოდეს მწვევია. რა ხდება ჩემს თავს?  სჯობია დავიძინო, ხვალ გაკვეთილი პირველ საათზე მაქვს, არ მინდა დავაგვიანო. ჩემი ამბავი რომ ვიცი 12 საათამდე ვიძინებ.
მინდოდა დამეძინა, ყველაფერი დამევიწყებინა, მაგრამ ვერ მოვახერხე. ლოგინში ვწრიალებდი და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, რაზე მეფიქრა, რომ ჩამძინებოდა. ეჰ, ნიკა, ნეტავ, ვისზე ფიქრობ ახლა?.. იქნებ, შენც ჩემნაირ მდომარეობაში ხარ(?)
შემდეგ ოცნება დავიწყე და ბოლოს და ბოლოს ჩამეძინა.
რომ მეგონა 12 საათამდე ვიძინებდი 7–ზე გამეღვიძა, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ისევ ოცნება დავიწყე და ჩამეძინა. (ეს რა კარგი ხერხი ვიპოვნე, როცა დაძინება გინდა უნდა იოცნებო და მორჩა, თუმცაოცნებასაც გარკვეული ნიჭი უნდა, რომელიც ძალიან ცოტას აქვს... მე კი ) მერე ცხრა საათი სრულდებოდა გამეღვიძა, გადავწყვიტე კომპიუტერი ჩამერთო და ,,ოდნოებსა" და ,,ფეისბუქში"მეძრომიალა".
კომპიუტერი ჩავრთე, ჯერ ,,ოდნოში" შევედი, თან ვფიქრობდი ნიკას მოვძებნი–თქო, თან არ მინდოდა ზედმეტი ყურადღება გამომეხატა მისთვის და გამოსავალს ვეძებდი, მაგრამ როცა ,,გოსტებში" შევედი გავშტერდი, თან ძალიან გამიხარდა – ჩემს გვერდზე ნიკა შემოსულა და ,,5+"–ებიც დაუწერია ჩემთვის, მეც შევედი მის გვერდზე, (ახლა ამის მიზეზი მქონდა და ზედმეტ ყურადღებაშიც არ ჩამეთვლებოდა) ღმერთო ჩემო, რა სიმპატიურია, არა, არა, ეს მის შესაფასებლად საკმარისი არ არის, უსიმპატიურესია. ნეტავ, თვითონ რა იფიქრა ჩემზე, როცა ჩემი სურათები ნახა? ნუ, რა ვიცი, იმედია მხოლოდ კარგი. შემდეგ ისევ ,,გოსტებში" დავბრუნდი და ნკას გვერდით გიორგი ვნახე. ეს ბიჭი მეპრანჭება, ,,5+"–ები დაუწერია, მაგრამ მე რომ საერთოდ არ მაინტრერესებს, რა ვქნა? თუმცა. ჯერ ადრეა მაზე ფიქრი, ჯერ ხომ ,,ისეთს" არაფერს მეუბნება და რატომ გავაფუჭო ჩვენი ურთიერთობა. არადა კარგი ბიჭია, შემიძლია ყველაფერზე ველაპარაკო, სიყვარულის გარდა. ეჰ... გიო, გიოოო...
ამასობაში 10 საათიც გახდა და სასაუზმოდ დამიძახეს. მეც ჩავედი, ვისაუზმე და ისევ კომპიუტერს მივუჯექი, ნიკაც შემოსული იყო, მეგობრობის მოწვევა გამომიგზავნა და მომესალმა:
– სალამი ულამაზეს ქალბატონს. – ამ წერილს შემდეგ გულბი მოაყოლა.
–    – მხიარული სმაილები გავუგზავნე.
– როგორ ხარ? :-D – ძლივს ძველებური სახე მიიღო.
– კარგად, შენ?
– მეც კარგად. ისე, არ მეგონა თუ დამიმატებდი.
– მართლა? რატომ? რამდენადაც მახსოვს არ გვიჩხუბია.
– არა, მაგრამ მეგონა შენი ,,ბოიფრენდი" უცხო ბიჭების დამატებას გიკრძალავდა.
– ვინ ჩემი ბოიფრენდი?
– მშვენივრად იცი ვიზეც გეუბნები, გუშინ რომ სახლამდე მიგაცილა, მერე ხელზე გეამბორა და ხვალ შევხვდებითო, რომ გითხრა.
– მოიცადე, შენ რა გვითვალთვალებდი?
– არა, რა სისულელეა, უბრალოდ მანდ მეგობართან მივედი და შენ და ის იდოტი დაგინახეთ.
– იდიოტი სულაც არ არის.
– აბა რატომ გეარშიყება? შენ ხომ სხვა გიყვარს.
– საიდან მოიტანე, რომ მეარშიყება, ჩემი ერთ–ერთი საუკეთესო მეგობარია. – არშიყი – მხოლოდ ამ სიტყვაზე გავამახვილე ყურადღება.
– მართლა? რაღაც არა მგონია შენს მიმართ გულგრილი იყოს.
– ნიკა, შენ რა, ეჭვიანობ? გულწრფელად მითხარი.
– რა თქმა უნდა არა, უბრალოდ... ახლა უნდა გავიდე. დაგავიწყდა დღეს 11 საათზე დაგიბარეთ.
– 11–ზე? თუ პირველზე?
– არა, არა 11–ზე.
– მე რომ პირველი მახსოვს?
– მე 11–ზე დაგიბარეთ და...
– კარგი... მაშინ მეც გამოვალ.
– ,,OK”… – ეს წერილიც გულებით დაამთავრა.
– ისევ გულები?
– ჰო, მეგობრები არა ვართ?
– ჰო, რა თქმა უნდა. შეხვედრამდე.
– შეხვედრამდე.
აჰა, ე.ი. 11–ზე, აუ... მე რომ პირველზე მახსოვდა, თუმცა შეიძლება კარგად ვერ გავიგონე, ან საერთოდაც დამავიწყდა, ისეთი დაბნეული ვიყავია ასეთი მოულოდნელი შეხვედრით.
მაშინვე გავემზადე და გავიქეცი.
რომ მივედი დარბაზი ცარიელი იყო, მხოლოდ ნიკა დავინახე, ზურგშებნულებული რაღაცაზე ფიქრობდა.
– დანარჩენები სად არიან? – გაოცებულმა ვკითხე.
– ისინი პირველზე მოვლენ, ჩვენ კი სალაპარაკო გვაქვს.
– რაა? ამისთვის დამიბარე? ,,ოდნოში"ვერ მეტყოდი? გიჟივით გამოვვარდი. – გავნერვიულდი და გაბრაზებულმა ვუთხარი.
– მაპატიე, მაგრამ პირდაპირ უნდა მეთქვა, ამ საუბარს ვეღარ გადავდებდი, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრა.
ამ დროს დარბაზში გიო შემოვიდა.
– გამარჯობა ანი.
– გიგიმარჯოს გიო. შენ აქ რა გინდა? – გაკვირვებულმა ვკითხე.
– სახლში მოგაკითხე, მაგრამ მითხრეს გაკვეთილზე წავიდაო, თან მობლური შინ დაგრჩენია და მოგიტანე.
– დიდი მადლობა. როგორ დამრჩა. – და მობილური გამოვართვი.
– როგორც ვხედავ ჯერ არავინ მოსულა, აქვე ახლოს ბარია, გეპატიჟები, ზუსტად ნახევარ საათში უკან დავბრუნდეთ, კარგი?
– სიამოვნებით.
– ნიკა შენ რისი თქმა გინდოდა? – ნიკას მივუბრუნდი.
– არაფერია, მერე გეტყვი. – და მოწყენილი თავის ოთახში შევიდა, მეც მოვიწყინე, რადგან მივხვდი გული ვატკინე, იქნებ რისი თქმა უნდოდა, მაგრამ ახლა გიოსთვის უარის თქმა გვიანი იყო, ამიტომ წავყევი.
ბარში ვერ ვჩერდებოდი, ნიკასთან დაბრუნება მინდოდა, რომ გამეგო რა უნდა ეთქვა ჩემთვის, მაგრამ გიოსი მომერიდა.
ბევრი ვისაუბრეთ და ვერც კი შევამჩნიე როგორ გავიდა დრო, უკვე ორი იყო დაწყებული. უცებ წამოვხტი, გიოს ვუთხარი მაგვიანდება–თქო, მადლობა გადავუხადე და გავიქეცი.
რომ მივედი გოგონები ვარჯიშობდნენ.
– ნიკა სად არის? – ვკითხე ერთ–ერთს.
– შენ გიკითხა და რომ გაიგო არ იყავი მოსული სადღაც წავიდა.
– წავიდა?
– ჰო.
– ხომ არ იცი სად წავიდა?
– ბაღში უყვარს ყოფნა და შეიძლება იქ წავიდა.
მაშინვე ბაღში გვიქეცი, მისი ნახვა ძალიან მინდოდა. მართლაც ერთ–ერთ სკამზე ჩამომჯდარიყო და ფიქრობდა. გვერდით მივუჯექი და ხელი მხარზე დავადე:
– როგორ ხარ?
– შეენ? – მცირე პაუზა გააკეთა. – ცუდად, ძალიან ცუდად.
ცოტა ხანი ვდუმდით.
– რისი თქმა გინდოდა? – ჩუმად ვკითხე.
– ანი, ზამთრის თოვლივით შემოიჭერი ჩემს ცხოვრებაში და ისევე უცებ გაქრი, როგორც მოხვედი. მითხარი რატომ? ვერ ვბედავდი თქმას, მაგრამ ვეღარ ვუყურებ, როგორ წამართმევს ვინმე ჩემს ერთადერთ სიყვარულს. მიყვარხარ ანი, მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ.
გაოცებული ვუყურებდი და ვუსმენდი იმ სიტყვებს, რომლებზეც ვოცნებობდი.
– აბა, რას მეტყვი?რაც არ უნდა იყოს მე მაინც ვიბრძოლებ, რომ შენი სიყვარული დავიმსახურო.
– ნიკა შენ იბრძოლე და დაიმსახურე კიდეც, პირველი ნახვისთანავე უცნაური გრძნობა გამიჩნდა შენდამი და დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს გრძნობა სიყვარული იყო. – და ერთმანეთს ჩავეხუტეთ.
ორივემ გავამხილეთ ჩვენ–ჩვენი საიდუმლო, რომელსაც საკმაოდ დიდი ხანი ვმალავდით.
– ანი შენ ყოველთვის იყავი, ხარ და იქნები ჩემი ერთადერთი სიყვარული.
– მართალია, ვიყავი, ვარ და ვიქნები, ჩვენი სიყვარული ხანგრძლივი და ძლიერი იქნება, ჩვენ ამას ვიმსახურებთ.
მეორე თავის დასასრული. ,,გაგრძელება იქნება" :–D
კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნანახია: 910 | დაამატა: kvaxadze | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz