ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 4:50 PM
მთავარი » 2012 » მაისი » 21
გულში ზიხარ...ჩუმად !!
1. შენ მე სიცილი მასწავლე და ამიტომაა, რომ ყოველთვის ვიცინი.. მაშინაც კი, როცა მტკივა

 2. უნდა შევიყვარო ის, ვინც შუბლზე მკოცნის, ვისაც უნდა მთელმა სამყარომ დაინახოს, რომ მისი ვარ, ვინც ხელზე ჩამკიდებს ხელს მისი მეგობრების თვალწინ, ვინც ფიქრობს, რომ ჩემს გარეშე არარაობააა....

 3. - მერე რა, რომ პატარა ვარ.. შენ ხომ მითხარი ბავშვები მიყვარსო.. 

 4. გულში ზიხარ...ჩუმად !! 

 5. მე საზიზღარი არ ვარ რომ არ გაპატიო,მაგრამ არ ვარ სულელი რომ კიდევ გენდო!


 
  ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
კატეგორია:სასიყვარულო, სტატუსები| ნანახია:1035 | დაამატა: kvaxadze | კომენტარები:(0) |
მე შენ მიყვარხარო...
მე 
 შენ 
 მიყვარხარო... 
 ჩუმად ჩაგჩურჩულე, 
 შენ კი ამიხლართე გზები, 
 ვიღაც სხვა მეტრფისო, ფიქრი გამირთულე 
 ჭირსაც წაუღია სხვები. 


 შენ 
 მიყვარხარო... 
 ზეცას დავაწერე 
 შენზე შევღაღადე უფალს, 
 გული გამომექცა ვეღარ გავაჩერე 
 შენი სიყვარული ღუპავს. 

 მე 
 შენ 
 მიყვარხარო... 
 ხელებს გიკოცნიდი 
 შენთან სიახლოვე მსურდა, 
 სხვებიც მეტრფიანო ასე მპასუხობდი 
 პასუხიც ასეთი უნდა. 

 მე 
 შენ 
 მიყვარდი თქო.... 
 ამას მოგაძახებ 
 გულს კი ჩამოვკიდებ ბოქლომს 
 ვერცხლი რომც მაძლიონ მაინც არ მივიღებ 
 გული შეგეჩვია ოქროს

 
  ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
კატეგორია:სასიყვარულო, ლექსები| ნანახია:992 | დაამატა: kvaxadze | კომენტარები:(0) |
მე შენ მიყვარდი
მე შენ მიყვარდი, გიძღვნიდი ლექსებს,
 შენ სხვა ქარებმა გაგინაპირეს.
 მე შენ მიყვარდი როგორც მზის სხივი,
 სხივი რომელიც აღარ ასხივებს.

 შენში ვხედავდი ზეციურ ფერებს,
 დედამიწაზე სამოთხის ხედებს.
 ჩემთან მოჰყავდი ყოველთვის სიოს,
 გულში ცხოვრობდი, დაგქონდა სითბო.

 შენში მიყვარდა გამოდარება,
 მორცხვი ღიმილი, თვალთა ნათება.
 შენში მიყვარდა ქალი თავნება,
 ქალმა რომელმაც დრო გააჩერა...

 
  ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
კატეგორია:სასიყვარულო, ლექსები| ნანახია:959 | დაამატა: kvaxadze | კომენტარები:(0) |
სულ მაფიქრებდა მე ეს სამყარო
სულ მაფიქრებდა მე ეს სამყარო
 მრავალი აზრით თავბრუხვეული
 სადაც არსებობს ადამიანი
 დიდი გრძნობებით გაბრწყინებული

 ყველას როდი აქვს პიქრი მთვარეზე,
 და ან ვის ესმის სიტყვები წვიმის,
 მე დავინახე ეს შენს სახეზე, 
 და უშენობა ძალიან მიჭირს.

 ნეტავ შემეძლოს, უცებ წავშლიდი,
 თვალებს, რომელიც მუდამ თან მახლავს,
 რას ვიფიქრებდ თუ მისი ცრემლი,
 მე ჩამძირავდა ასე თანდათან.

 სასაცილოა რომ უფიქრდები,
 რისთვის არსებობ და რისთვის ცხოვრობ, 
 შენ მოგიძღვენი ეს დიდი გრძნობა
 ის შენ მოკალი, ახლა კი გლოვობ.

 ეხლაც ლექსებს ვწერ დაბრმავებული, 
 გული მკარნახობს, სულელი გული,
 შენი გაცნობის დღიდან წვიმს ჩემთან
 ეცლაც არ არის გადაღებული

 
  ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
კატეგორია:სასიყვარულო, ლექსები| ნანახია:943 | დაამატა: kvaxadze | კომენტარები:(0) |
თუკი ეულად იგრძენი თავი
თუკი ეულად იგრძენი თავი,
 თუ გულში ისევ გაივლე სევდა,
 გახსოვდეს, ქვეყნად რომ არის ქალი,
 შენ რომ უყვარხარ მთვარეზე მეტად.
 თუ დაუბერა სამხრეთის ქარმა,
 თუ იალქნები დაგიცვდა ზღვაში,
 არ დაივიწყო, რომ ერთმა ქალმა
 შენ არასოდეს გაგცვალა სხვაში.
 თუ ბედისწერას მიაყრი ფარ-ხმალს,
 იღბალს ტყუილით აუხვევ თვალებს,
 ქალი არასდროს გატეხავს მარხვას,
 ქალი ყოველთვის დაგინთებს სანთელს.
 თუ მიგატოვა ერთგულმა მუზამ,
 თუ საბოლოოდ დაკარგავ იმედს,
 ის გაიხსენე... ის, ვისი სუნთქვაც
 ისევ ჰაერით აგივსებს ფილტვებს.
 მაშინ დაგტოვებს ყოველი სევდა,
 მაშინ ჩაცხრება სამხრეთის ქარი,
 და შენც მიხვდები, მაღალმა ღმერთმა,
 შენთვის რომ შექმნა ის ერთი ქალ

 
  ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
კატეგორია:სასიყვარულო, ლექსები| ნანახია:1072 | დაამატა: kvaxadze | კომენტარები:(0) |
მე შენში მიყვარს
მე შენში მიყვარს შენი სამყარო,

 დრო შენზე ფიქრში მინდა ვატარო,

 მე შენში მიყვარს შენი ღიმილი,

 გული სავსეა დიდი ტკივილით,

 მე შენში მიყვარს შენი თვალები

 და შენს თვალებში ცისკრის ალები,

 მე შენში მიყვარს ლამაზი ბაგე,

 შენი ცრემლებიც და შენი სახე,

 მე შენში მიყვარს, რაც შენ არ იცი,

 შენს წუხილს შენზე მეტად განვიცდი,

 მე შენში მიყვარს უმანკოება,

 გამორჩეული უბრალოება..

 
  ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
კატეგორია:სასიყვარულო, ლექსები| ნანახია:957 | დაამატა: kvaxadze | კომენტარები:(0) |
მე ის სევდიანი წამიც მიყვარს
მე ის სევდიანი წამიც მიყვარს,
 ლამაზ ბავშვობას რომ მომაგონებს,
 მინდა ერთი ლექსი დაგიტოვო
 და დღეს ჩემი თავი მოგაგონდეს.
 თუ რა ძლიერია ჩემი გრძნობა,
 როგორ გამაწამა სიმარტოვემ,
 ისევ უშენობის სევდა მოაქვთ
 ხეებს,რომლებიც ჩვენ მივატოვეთ.
 ო,რა მონდომებით ვამზადებდი
 შენთვის ფერად–ფერად მისალოცებს
 ნეტა მაშინდელი სიხარული
 შენში ვარსკვლავივით კიაფობდეს.
 ახლაც ისევ ისე მენატრები
 და არც მიეცემი დავიწყებას,
 მარტო ეს ლექსები წაიკითხე
 და არ დამჭირდება დაფიცება.
 ვიცი ახლა სულ სხვას ეფერები,
 არც მე დამკლებია სიყვარული,
 მაგრამ არასოდეს მომასვენებს,
 შენთან განშორების სინანული.
 შენი მონატრება ტკივილია,
 თურმე ასე არვინ მყვარებია ჩემი ნაღველიც და სიხარულიც
 შენი გახსენების წამებია.

 
  ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
კატეგორია:სასიყვარულო, ლექსები| ნანახია:956 | დაამატა: kvaxadze | კომენტარები:(0) |
მე მომენატრე და ამიტომ გწერ
მე მომენატრე და ამიტომ გწერ... 
 მე იმას მოგწერ, რაც არ მითქვია.. 
 გაცნობის დღიდან გულში მიზიხარ, 
 შენი გული კი მგონი სხვისია. 
 მე მინდა შევსვა ღვინო ფიალით 
 და დავივიწყო, რომ ჩემი არ ხარ. 
 წამით რომ მაინც გადაგივიწყო 
 და არ ვიფიქრო ამ წუთში სად ხარ. 
 მე მინდა დავთვრე ჯერ დაუთრომლად... 
 დღეს უშენობა საშინლად მიმძიმს, 
 სევდიანი ვარ როგორც არასდროს, 
 ახლა ვერავინ დამიშლის ტირილს. 
 მგონი ვგიჟდები .ამ წუთში, ახლა, 
 მე გამაგიჟა შენზე ფიქრებმა. 
 ახლა დავთვრები და მონატრების 
 უკანასკნელი რამე იქნება. 
 თუ გიყვართ ვინმე, ერთად დავლიოთ. 
 დარდით ოცნებას დავეძალებით. 
 მოდით, დავთვრეთ და გადავივიწყოთ, 
 რომ ჩვენს სიყვარულს არ ვენატრებით... 
 დავლიე ღვინო და დავითვერი, 
 მაგრამ ფიქრები მაინც მათოვდა. 
 გინდ მთვრალი ,ვიყო გინდა ფხიზელი, 
 აზრი არა აქვს, მაინც მახსოვხარ!!!

 
  ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
კატეგორია:სასიყვარულო, ლექსები| ნანახია:1008 | დაამატა: kvaxadze | კომენტარები:(0) |
ისევ მიყვარხარ, ვაღიარებ
ისევ მიყვარხარ, ვაღიარებ, ისევ მიყვარხარ, 
 გულს ვერ ვუბრძანე, დავიწყება შენი ვერ შეძლო, 
 შენზე ფიქრები ისევ მპარავს მე ძილს ხანდახან, 
 რა ვქნა, მირჩიე, რომ მე უშენოდ სიცოცხლე შევძლო. 
 გაცრეცილ წარსულს ვებღაუჭები შიშველი ხელებით, 
 მაგრამ დამღალა სიყვარულთან უაზრო ბრძოლამ, 
 ვერ გამიგია მინდა თუ არა წარსულს თან გაჰყვე, 
 განა აზრი აქვს საკუთარ თავთან ჭიდილს და ბრძოლას? 
 დღეები გადის, დრო არ ჩერდება, მიქრის უაზროდ, 
 და ან ფიქრებში კიდევ ერთხელ გათენებულა, 
 მინდა იცოდე, არც სიყვარული გამქრალა ჩემი 
 და არც ტკვილი შენი დაკარგვის განელებულა

 
  ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
კატეგორია:სასიყვარულო, ლექსები| ნანახია:856 | დაამატა: kvaxadze | კომენტარები:(0) |
კარგად არ გიცნობ, მაგრამ მიყვარხარ
კარგად არ გიცნობ, მაგრამ მიყვარხარ, 
 ამ პატარა გულს ვერ გაექცევი, 
 მე გამოგკეტე ამ ოთხ კედელში 
 და ეს სიცოცხლე შენ მოგიძღვენი. 
 თუ ისე წავალ მე ამ ქვეყნიდან, 
 რომ არ მეღირსა შენი ალერსი, 
 სიზმარშე, ერთხელ მაინც მიხილავ 
 და ათრთოლდება შენი ტუჩები. 
 როცა ჩახედავ ამ ლამაზ თვალებს 
 და აცრემლდება შენი თვალები, 
 შენ მაშინ იტყვი, რომ შენც გიყვარდი, 
 მაგრამ ამ ქვეყნად, აღარ ვიქნები

 
  ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
კატეგორია:სასიყვარულო, ლექსები| ნანახია:979 | დაამატა: kvaxadze | კომენტარები:(0) |
მკლავს უშენობა...
მკლავს უშენობა... და ვერ ვიშორებ... 
 წარსულს დავეძებ, ისევ ფერებით... 
 ისე მაგიჟებს შენი სიშორე, 
 ვიცი ოდესმე მომეფერები... 
 მკლავს უშენობა... ასე მაცდური... 
 წარსული ისევ ისე მიგონებს... 
 მომნატრებიხარ ვით გაზაფხული... 
 მონატრებიხარ ლექსს და სტრიქონებს... 
 მკლავს უშენობა... ჯერ არნახული... 
 ასე მაცდურად რომ მითვალთვალებს, 
 შენა ხარ ჩემი ტკბილი წარსული... 
 წარსული, ასე რომ გავს მაგ თვალებს... 
 მკლავს უშენობა... სევდა ფარული.. 
 ვგრძნობ უშენობა მაინც ჭორია... 
 ალბათ ადრეა ჯერ დასასრული, 
 დასასრულამდე კიდევ შორია... 
 მკლავს უშენობა... ისევ ასეა... 
 

 
  ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
კატეგორია:სასიყვარულო, ლექსები| ნანახია:967 | დაამატა: kvaxadze | კომენტარები:(0) |
გულო, მართლა იცი თურმე ატკივება
გულო, მართლა იცი თურმე ატკივება, 

 შემოდგომის ფოთოლივით დარდიანო; 
 გებრალება ყველა, ვინც კი ატირდება 
 და უბრალოდ, სულ უბრალოდ მადლიანობ. 
 გულო, მართლა იცი თურმე სიყვარული, 
 შენ ერთს ეტრფი, როცა ყველა მადიანობს, 
 დგახარ შენთვის, ტირიფივით განაბული 
 და გაცრეცილ მარტოობით ნაღვლიანობ. 

 დაიბუდებს შენს გარშემოც უკვდავება, 
 უკვდავება ტკივილებზე ვარდიანობს... 
 გულო, მართლა იცი თურმე ატკივება, 
 შემოდგომის ფოთოლივით დარდიანო.

 
  ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
კატეგორია:სასიყვარულო, ლექსები| ნანახია:958 | დაამატა: kvaxadze | კომენტარები:(0) |
მამაკაცებო გაუფრთხილდით ოცნების ქალ�
მამაკაცებო გაუფრთხილდით ოცნების ქალებს 
 მჟავე ცრემლებით ნუ დაულპობთ საკოცნელ თვალებს, 

 ტყუილს იტყვი და მოკლე ფეხი მალე გაცვდება, 

 თქვენი პირობა ფარატინა ფურცელს დარჩება... 

 სიტყვა კაცური რომ დაფასდეს ამას ეცადეთ, 

 ქალის ტკივილი მცირეოდენ თქვენც განიცადეთ, 

 კავალერი ხარ? ნუ ეცდები იყო დროებით, 

 ნუ მიუხედავ ქალბატონებს ნიშნის მოგებით. 

 ქალს დაანახე მის გვერდით რომ მართლა კაცია, 

 არ ათქმევინო რომ შარვალი ტყუილად გაცვია, 

 თუ შეიყვარებ არასოდეს ატკინო გული, 

 ნუ მოატყუებ იყავი მართლა შეყვარებული!... 

 ეცადე სული აამაღლო საკუთარ თავში, 

 და ანგელოზი დაინახო საყვარელ ქალში

 
  ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
კატეგორია:სასიყვარულო, ლექსები| ნანახია:912 | დაამატა: kvaxadze | კომენტარები:(0) |
სულ მელანდები
სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება, 
 რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები... 
 იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება, 
 ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები! 

 ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება, 
 მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი... 
 ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება 
 და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი... 

 დრო გადიოდა, მე გელოდი, ისევ გელოდი, 
 დღეთა დინებამ ვერ წაშალა ძველი ფიქრები... 
 როგორ მინდოდა წუთით მაინც გვერდზე მყოლოდი... 
 მჭირდები კარგო, ტკივილამდე, ძლიერ მჭირდები!

 
  ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
კატეგორია:სასიყვარულო, ლექსები| ნანახია:920 | დაამატა: kvaxadze | კომენტარები:(0) |
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz