მე შენ მიყვარდი, გიძღვნიდი ლექსებს, შენ სხვა ქარებმა გაგინაპირეს. მე შენ მიყვარდი როგორც მზის სხივი, სხივი რომელიც აღარ ასხივებს.
შენში ვხედავდი ზეციურ ფერებს, დედამიწაზე სამოთხის ხედებს. ჩემთან მოჰყავდი ყოველთვის სიოს, გულში ცხოვრობდი, დაგქონდა სითბო.
შენში მიყვარდა გამოდარება, მორცხვი ღიმილი, თვალთა ნათება. შენში მიყვარდა ქალი თავნება, ქალმა რომელმაც დრო გააჩერა...
თურმე გიმზერდნენ სხვა ჭოგრიტებით, და შენი გზები სხვამ გაანელა. მე ხომ უეცრად შემოგეფეთე, პირველი ნახვის გამყვა ზმანება.
მერე უეცრად მიწაზე მოვხვდი, ჩემი სამოთხე სხვამ გადათელა. საოცარია ლურჯი მიწის და დაისის სხივთა გამოსალმება.
მე შემ მიყვარდი, გიძღვნიდი ლექსებს, სხვაგვარი იყო ჩემი ანთება, ყვავებს ბანცალით მიაქვთ წამები და შენი თბილი გამონათება...
|