ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 1:28 PM
მთავარი » 2012 » თებერვალი » 13 » ადამიანის სიცოცხლის ფასი

2:05 AM
ადამიანის სიცოცხლის ფასი
ადამიანის სიცოცხლის ფასი

სიცოცხლე ლამაზია და... სიცოცხლის შემდეგ სიცოცხლე კი, ბედნიერება. შესაბამისად, ადამიანის სიცოცხლე ფასს იმის შემდეგაც არ კარგავს, როდესაც მისი სული დატოვებს მარწუხებისგან შეკრულ ცხოვრებას და სხეული კი, მიწას დაუბრუნდება, რადგან, როგორც სულხან-საბას იგავში ჯუმბერი შეახსენებს მამას: ,,ადამიანი მიწა არის და მიწადვე იქცევა''.
დღევანდელ საზოგადოებაში ძალიან ბევრმა არ იცის ,,სიცოხლის ფასი''. ზოგიერთი ადამიანი, სისუსტითა და უღვთო ძალებით შეპყრობილი, საკუთარ ცხოვრებას, რომელიც უფლისაგან გვერგო თითოეულ ჩვენგანს, თვითმკვლელობით ამთავრებს. ალბათ, მათ არ იციან, რომ ამქვეყნად ადამიანს არავიn ეკითხება ორ რამეს: დაბადებას და გარდაცვალებას. თუ შენ, ადამიანი, საკუთარი თავისა და, მით უმეტეს, სიცოცხლის ფასი არ იცი, მაშინ სხვის თვალში ხომ შენი პიროვნება და სიცოცხლე გაუფასურდება და უმნიSვნელო გახდება. თუმცა ,,უმნიშვნელო'' რამ ჩემთვის ცხოვრებაში არ არსებობს. ყველაფერს თავისი დანიშნულება და აზრი აქვს.
ცხადია, არც ადამიანის სიცოცხლეა უმნიშვნელო. ადამიანის სიცოცხლე იმის მიხედვით ფასობს, თუ რას აკეთებს ის თვითდამკვიდრებისა და გადარჩენისთვის. თუ შენ შენს სიცოცხლეს ჩალის ფასადაც არ აგდებ, მაშინ დაფიქრდი და ამ კითხვაზე გამეცი პასუხი: გადაუნერგავდი თეონა დოლენჯაშვილის რომან ,,მემფისის'' გმირს პატარა გოგონას შენს გულს და სიცოცხლეს შეუნარჩუნებდი? ეს კითხვა ჩაგაფიქრებთ ბევრ თქვენგანს და დაგარწმუნებთ, რომ, საერთოდ, ადამიანები, სიცოცხლის ფასს საჭიროებისამებრ ვერ აღვიქვამთ და ვაფასებთ. უფრო მეტიც, მხოლოდ მაშინღა ვიხსენებთ ლოცვებში და ეკლესიაში, ხატის წინ მდგომარენი, მხოლოდ მაშინღა ვითხოვთ შეგვინდონ იმქვეყნიურ სასუფეველში მყოფთ ის ცოდვები, რომლებიც მათ წინაშე ჩავიდინეთ. ასეთები ვართ ადამიანები, სამწუხაროდ: ვიდრე გვერდით გვყავს, ვერ ვაფასებთ ჩვენი ახლობლის სიცოცხლეს, მის არსებობას.
ერთი მხრივ, იმისათვის, რომ ჩვენს ,,მე''-ში და საზოგადოებაში ჩვენი სიცოცხლე დაფასებული იყოს, ყოველი ჩვენგანი იმას უნდა აკეთებდეს, რისთვისაც უფალმა შეგვქმნა და მოგვიწოდა. თუ ჩვენ ხელს ავიღებთ ჩვენს მოწოდებაზე ან კიდევ, ყოველდღიურობა ჩვენს თვალში გაუბრალოვდება, არაფრისმთqმელი გახდება, მაშინ ჩვენი სიცოცხლე ფასს დაკარგავს. მეორე მხრივ, ქართველებმა არა მარტო ერთმანეთის სიცოცხლის, არამედ ერთმანეთის ფასიც უნდა ვისწავლოთ, რადგან ეს ორი კომპონენტი არ არსებობს ერთმანეთის გარეშე. სწორედ, ურთიერთპატივისცემა წარმოშობს ერთმანეთზე ზრუნვის ვალდებულებას, რომელიც ხმამაღალი ნათქვამია, რადგან ურთიერთდახმარება და სიყvaრული ვალდებულება კი არ უნდა იყოს, ერთგვარი შინაგანი მოთხოვნა და გამოძახილი უნდა იყოს ადამიანის სულისა.
ხშირად ვფიქრობ და მაინტერესებს, როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთს სასიკვდილოდ იმეტებს, არ იციან თავიანთი სიცოცხლის ფასი, თუ თავიანთი სიცოცხლე ჩალის ფასადაც არ მიაჩნიათ? ისინი ერთი წამით მაინც რომ გაესაუბრონ იმ ადამიანებს, რომლებმაც სიკვდილს თვალებში ჩახედეს ან კიდევ მოხუცებულებს, რომლებიც ყველაფერს დათმობენ, რომ 80 წლის ასაკში ისეთივე ახალგაზრდები და უჭკნობნი ყოფილიყვნენ, როგორც ოსკარ უალდის მოთხრობის გმირი დორიან გრეი. თუმა, ბუნების კანონზომიერება ასეთია: მოხუცებული მიდის ამქვეყნიდან და მისი შემცვლელი ახალი სიცოცხლე იბადება. თუ ეს ორი ადამიანი ამ ყველაფერს ჩაუფიქრდება, დიდი შანსია, რომ ხელი აიღონ თავიანთ განზრახვაზე. სხვა შემთხვევაში მათი სიცოცხლე რომელიმე ციხის დილეგში გამოიკეტება და დღითიდღე დაიწყებს კვდომას.
ბოლო დროს საქართველოში იმრავლა საქველმოქმედო აქციებმა, რომელთა მიზანი სწორედ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველებში ჯერ კიდევ არსებობს ისეთი ადამიანები, რომლებმაც არა მარტო თავიანთი სიცოხლის ფასი იციან, არამედ სხვის სიცოცლხესაც აფასებენ და პატივს სცემენ.
ამასთანავე, სიცოცხლე 9 თვე იბრძვის დედის მუცელში და ფიქრობს, დაიბადოს თუ არა, მოევლინოს თუ არა ამ ცხოვრებას. როცა სიცოცხლე (ახალი სიცოცხლე) იბადება, ის ადამიანთან ერთად ცხოვრობს, დადის და მის ყოველ ლხინსა და ჭირს ეზიარება. მივცეთ, ხალხნო, ჩვენს სიცოცხლეს საშუალება, რომ იცხოვროს. ნუ ჩავკლავთ მას ერთმანეთის გულებში ერთი ხელის მოსმით.
თუ სიყვარულის გამო გულნატკენი ხართ და თქვენი სიცოცხლე იმ ადამიანის გამო, რომელმაც ცუდი გაგიკეთათ, უაზროდ მიგაჩნიათ, თავი არ მოიკლათ, რადგან სიყვარულის გამო მხოლოდ კინოში იკლავენ თავს! ვფიქრობ, თქვენი სიცოცხლის დაფასებაში ეკლესია და მოძღვარი, სულიერი მამა დaგeხმარებათ, რომელიც დამაკავშირებელი კიბეა უფალსა და ჩვენს, ცოდვილ ადამიანებს შორის.
ადამიანის სიცოცხლე მრავალწლიანია და ზოგიერთი ჩვენგანი დაუფიქრებელი მოქმედების, თვითმკვლელობის შედეგად, უარს ამბობს მრავალწლიან არსებობასა და სიცოცხლის ფასზე. ყოველმა ჩვენგანმა უნდა გაითავისოს ის ფაქტი, რომ სიცოცხლე მშვენიერია თავისი უარყოფითი და დადებითი მოვლენებით. უპრობლემო ცხოვრება, ბუნებრივია, არ არსებობს და პრობლემა კი სიცოცხლის გარეშე უფუნქციო იქნებოდა. დააფასეთ თქვენი სიცოცხლე ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, რადგან აღმართს ყოველთვის დაღმართი ცვლის და, პირიქით...
ამასთანავე, შესაძლოა, ცხოვრების ერთ ეტაპზე თქვენს ცხოვრებაში დადგეს ისეთი დრო, როდესაც ცხოვრება ვიღაცის მიერ ცუდად დადგმულ სპექტაკლად მოგეჩვენება ( როგორც ფიქრობდა კლდიაშვილის მოთხრობის ,,სამანიშვილის დედინაცვლის'' გმირი პლატონი), ან კიდევ მტვრიან სცენაზე მხოლოდ ბუჩქის როლი გქონდეთ, ან, შესაძლოა, ცხოვრების დაფაზე ანუ ჭადრაკის დაფაზე მხოლოდ პაიკის როლი გქონდეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი ცხოვრება არ ფასობს, რადგან მჯერა, რომ თუ პაიკი მოინდომებს, აუცილებლად გახდება ლაზიერი და, რადგანაც ლაზიერს ყველა გზა გახსნილი აქვს ცsხოვრების დაფაზე, მაშინ შესაძლებლობასაც ვუშვებ, რომ ის მეფე ან დედოფალიც გახდება. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს მეფე ხარ თუ უბრალოდ პატიოსანი, მშრომელი გლეხი? ოთარაანთ ქვრივის გიორგიც ხომ გლეხი იყო, მაგრამ მისი სიცოცხლე დიდად ფასობდა კესოსთვის.
ჩემს თვალში მათხოვრის სიცოცხლესაც კი დიდი ფასი აქვს, რადგან ვიცი, რომ ყოველი გაჭირვებული ადამიანის სახით უფალი გვევლინება თითოეულ ჩვენგანს და განსაცდელის მეშვეობით გამოცდის ჩვენს ნებისყოფას.
ვფიქრობ, სიცოცხლე ლამაზია და... სიცოცხლის შემდეგ სიცოცხლე კი, ბედნიერება, თუ, რა თქმა უნდა, ცათა სასუფეველს დავიმკვიდრებთ და იმქვეყნად არ დავკარგავთ სიცოცხლის სწორად შეფასების უნარს. ადამიანს ადამიანის სიცოცხლის დაფასების ნიჭი უნდა გააჩნდეს, რომელიც სწორედაც რომ უფლისგან ბოძებული ნიჭია და ის არ ისწავლება.
კატეგორია: სასიყვარულო, ჩანახატები | ნანახია: 1130 | დაამატა: kvaxadze | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1

Добавил: kvaxadze
0

dzan saintespa
Дата публикации: 2012-02-13 в 2:05 AM [Материал]
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz