ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 5:29 PM
მთავარი » 2012 » მარტი » 26 » აქ მეტი აღარ დარეკო.!!

4:40 AM
აქ მეტი აღარ დარეკო.!!
- ალო 
- ... 
- ალო 
- ... 
- გისმენთ! 
- ... 
- ჩაგიწყდა ხმა! 
- რატომ ასე უხეშად? 
- რომელი ხარ? 
- ამას რა მნიშვნელობა აქვს? 
- აუ, დეგენერატი ხარ ვიღაცა, აქ მეტი აღარ დარეკო! 

- ალო 
- შენი ნომერი უკვე ზეპირად მახსოვს 
- ისევ შენ ხარ? გაფრთხილებ აღარ დარეკო, თორემ ... 
- რა? მემუქრები? 
- ... 

- ალო 
- გირჩევნია მომისმინო 
- ვინ ხარ? 
- რა პრობლემაა, ცოტა ხანი რომ დამითმო? 
- ვინ ხარ ადამიანო? რას გადამეკიდე? 
- არ მიცნობ, მაგრამ ძალიან მინდა რომ გაგიცნო 
- საიდან გაქვს ჩემი ნომერი? 
- რომ გითხრა არ დამიჯერებ 
- რა, დაგესიზმრა? 
- ჰა ჰა, არა, სიზმრები არ მჩვევია 
- აბა საიდან? 
- უბრალოდ თავისით აიკრიბა 
- კარგი რა! გეხვეწები სხვასთან დარეკე და ის გაართე, მართლა არ მცალია 
- რას აკეთებ ამისთანას? 
- ყოველ შემთხვევაში სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს 
- გეხვეწები დამელაპარაკე 
- რაზე უნდა დაგელაპარაკო? სხვა საქმე მონახე 
- ჰაერივით მჭირდება შენთან ლაპარაკი, მაგრად მამშვიდებ 
- როგორ დაგამშვიდე ერთი? 
- შენ ეტყობა შენი თავის ფასი არ იცი! 
- აუ ... შენღა მაკლდი 
- სწორად მოვარტყი? ისე მაგარი დაკომპლექსებული ხარ 
- იცი რა ... 
- რა? როცა სიმართლეს გეუბნებიან ცოტა ტეხავს ხო? 
- ვინმემ გთხოვა დამირეკეო და სიმართლე მითხარიო? 
- ამიტომაც უნდა მომისმინო, დაგეხმარები 
- არავის დახმარება არ მჭირდება, რასაც შენზე ვერ ვიტყვი. ასათიანისკენ თუ ჩაივლი კარგს იზამ 
- არ მიცნობ და შეურაცყოფას მაყენებ? 
- ბიჭო რას გადამეკიდე? დამანებე რა თავი! 
- არა, შენთან რაღაც აეწყო 
- რა აეწყო? 
- საუბარი 
- შენ ამას საუბარს ეძახი? 
- მემგონი უკვე გავიგეთ ერთმანეთზე რაღაც-რაღაცეები 
- რა გაიგე ამისთანა? 
- ახალგაზრდა ხარ, ასე 25-27-ის 
- 26-ის 
- ხომ ხედავ!!! გაუთხოვარი 
- ეს საიდან დაადგინე? 
- მოწყენილი ხმა გაქვს, თან არავინ არ გაჩქარებს 
- ხო აბა! გათხოვილებს ძალიან ბედნიერი ხმები აქვთ 
- მივხვდი, გათხოვილი იყავი 
- დავუშვათ ვიყავი, მერე? 
- არც არაფერი, უბრალოდ ხმაზე გეტყობა რომ მარტო ხარ! შეიძლება მეგობრები გყავს, მაგრამ მაინც მარტო ხარ 
- დამანებე რა თავი! 
- ხოდა თავში ჩაკეტვას არ ჯობია დამელაპარაკო?, იქნებ რამე რჩევა მოგცე 
- ... 
- რატომ გაჩუმდი? 
- ცუდ ხასიათზე დამაყენე. გიყვარს ადამიანებისთვის ტკივილის მიყენება? 
- არა, მასე ნუ ფიქრობ 
- აბა? ადამიანს ეუბნები მარტო ხარო, შე საწყალოო 
- შე საწყალოო? ვინ გითხრა, რომ მარტოობა ყოველთვის ცუდია? 
- აბა კარგია? 
- ზოგჯერ მართლაც რომ კარგია, უფრო მეტი დრო გაქვს ფიქრისთვის 
- იცი, მივხვდი! ციხიდან მირეკავ 
- აუუუ, მაგარი ფანტაზია გქონია. არა, გენაცვალე, ციხეში ნამდვილად არ ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ 
- მაშინ მაგარი უსაქმური ხარ! 
- რატომ? 
- აბა უცხო ადამიანს ამდენ ხანს ელაპარაკები, სხვა საქმე არ გაქვს?! 
- მემგონი უცხო აღარ ხარ. თანაც იგივე შემიძლია შენზე ვთქვა. შენ რა არ მელაპარაკები? 
- მე? 
- კარგი რა! აბა რა მნიშვნელობა აქვს საიდან ვრეკავ? 
- ჩემთვის ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა 
- რატომ ხარ ასეთი ცივი? რა გიქნა ქმარმა? 
- რა უნდა ექნა? 
- 26 წლის გოგოს სიცოცხლის ხალისი არ აქვს, ალბათ ქმრის ბრალია ხომ? დიდი ხანია რაც დაშორდი? 
- არც ისე, ნახევარი წელია 
- რა?! და ამდენი ხანი ვერ დაივიწყე? 
- როგორ უნდა დაივიწყო ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება გიყვარს? 
- აუ კარგი რა! რა მთელი ცხოვრება? 
- ათი წელია ვიცნობ. 3 წელი ერთად ვიყავით 
- გიყვარს? 
- ძალიან! 
- რა დამაჯერებლად თქვი! 
- მართლა მიყვარს 
- მერე? 
- რა მერე? 
- თუ გიყვარს, პრობლემას რატომ ქმნი? 
- მე ვქმნი? 
- აბა რატომ დაშორდი? 
- თვითონ წავიდა 
- სად? 
- სამსახურში ერთი ბოზი გადაეკიდა და იმასთან წავიდა 
- ვაა, ეს რა მითხარი?! 
- აბა, ასეთებიც ხდება. წავიდა ჰე... 
- ბავშვი? 
- არა, სულ მარტო დავრჩი. ისე მაგრა მოარტყი, სულ მარტო ვარ 
- კაცო, რატომ გაუშვი? 
- რა? კარები ჩამეკეტა, თუ იატაკზე გავწოლილიყავი? 
- გეთქვა, რომ გიყვარს 
- მთელი ცხოვრება მაგას არ ვეუბნებოდი? 
- ეტყობა ის ნაშა უფრო ხშირად ეუბნებოდა 
- აუ, გეხვეწები რა! ნუ დაიწყე ყველაფერი თავიდან 
- არა, უბრალოდ თუ ხვდები რატომ მიგატოვა? 
- ეს რომ ვიცოდე, ამდენ ხანს კი გადავიტანდი როგორმე მაგ ამბავს 
- იმას თუ უყვარხარ? 
- გიოს? 
- გიოს თუ შალვას, აბა რა ვიცი, შენს ქმარს? 
- ვერ გეტყვი. ალბათ აღარ ვუყვარვარ... ის ბოზი უყვარს 
- კარგი რა... ნაშები არ უყვართ, ნაშებს... 
- რომც არ უყვარდეს, ხომ მაინც იმასთანაა? ჩემთვის აბა რა მნიშვნელობა აქვს? ისეც და ასეც მარტო დამტოვა 
- მერე, არ გიცდია შემორიგება? 
- არ შემიძლია ადამიანს კალთები შემოვახიო. თუ არ უნდა, ძალით დავაბა? 
- ეხლა გისმენ და მემგონი მართლა გიყვარს. კაცმა ამდენი ტკივილი მოგაყენა და მაინც რა სითბოთი ლაპარაკობ, თითქოს იცავ კიდევაც 
- აბა რა ვქნა? ვერ შევიძულებ. რაც ვარ ეს ვარ. ისე, ეტყობა მომავალში ვიღაცას მაგრა გაუმართლებს 
- მართლა? მომავალზე თუ ფიქრობ უკვე კარგის ნიშანია! ვინმეს ხომ არ უმიზნებ? 
- ვის ვუმიზნებ? ჯერ გიო უნდა დავივიწყო 
- მაზოხისტი ხარ! 
- რა შუაშია? ეტყობა დრო ჭირდება ყველაფერს. გავა დრო და გულიც გამიცივდება 
- აუ, ამის დედა ვატირე! რას ვერ ხვდება შენი ქმარი!... ძალიან კარგი ადამიანი ხარ! 
- ამას ამდენი წლის მერე მიხვდი? 
- ... 
- გიო გეგონა ვერ გიცანი? 
- ხო ნატ, მე ვარ 
- მერე? 
- მერე? მერე შენ უნდა მითხრა რა ვქნა 
- მე რა გითხრა? გამოგაგდო შენმა ძუკნამ? 
- არა, დიდი ხანია ერთად არ ვართ 
- ... 
- უკვე ერთი თვეა, მაგრამ ვერ გავბედე შენთან მოსვლა. ნატ... 
- რა გინდა? 
- მოკვდა? 
- ვინ? 
- სიყვარული 
- ჩემი არა, შენი? 
- ნატ, იდიოტი ვარ, იდიოტი 
- ... 
- მაპატიე, თუ ჩემი ნატალია ხარ 
- რა ვქნა, რომ უკვე დიდი ხანია გაპატიე? 
- მართლა? 
- ეხ გიო, შენ მართლა არ მიცნობ! იქნებ როგორღაც გამიცნო? 
- კარგი ნატ, მაშინ გააღე კარები, ამდენი ხანი შენს კართან ვდგავარ..
კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნანახია: 1150 | დაამატა: kvaxadze | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz