ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 4:05 PM
მთავარი » 2012 » თებერვალი » 13 » “ამბავი სიკეთის საზღაურისა”

11:25 PM
“ამბავი სიკეთის საზღაურისა”
ძინაი მქვია. გვარტომობისას ნურაფერს მკითხავთ. რა ხანია, ხალხმა დამანათლა ეს სახელი – ამაკავა ძინაი. თქვენც გეცნოთ განა?! ნუ შეშინდებით, ნურც დაფრთხებით. როგორც იცით, ცნობილი ქურდი ვარ, მაგრამ ამჯერად საქურდლად არ მოვსულვარ. მშვიდად იყავით. მერწმუნეთ, ახლა.

მესმა, მთელ იაპონიაში კეთილშობილებით გამორჩეული პადრე ბრძანებულხართ. ასე რომ, თქვენთვის ვერაფერი პატივია ვიღაც ქურდთან ბაასი. მარტო ქურდობა რა დასაკვეხნია. ძინაი ერქვა ძიურაკუს სასახლეში მიწვეულ როსონ სუკეძაემონის ერთ-ერთ ხელქვეითს. ახლა დოქს აღარ იკითხავთ, "წითელთავად” წოდებულს, ძვირფასეულს რიკიუ კოძისათვის?! იმ რენგას ოსტატის ნამდვილი სახელიც, ვინაც დოქი ძღვნად გამოგზავნა, ძინაი იყო, ხომ?! და განა ომურელი მთარგმნელის სახელიც, ორი-სამი წლის წინ რომ დაწერა წიგნი "ამაკავა-ნიკი”, ძინაი არ იყო? შემდგომად ამისა, მოხეტიალე მუსიკოსი, კაპიტანი მალდონადო რომ იხსნა სიკვდილისაგან, სანძიოგავარაში ატეხილი ჩხუბისას, და საკაიში, მეკუძის ტაძრის ჭიშკართან უცხოური წამლებით მოვაჭრე? ვინ იყვნენ ისინი? სახელი მათი ძინაი გახლავთ, ვინმე ძინაი. უფრო მეტიც, ვინაც შარშან წმინდა ფრანცისკოს ტაძარს შესწირა ოქროს კიდობანი, რომელშიაც წმინდა მარიამის ფრჩხილი იდო? ისიც მორწმუნე ძინაი იყო!

ვწუხვარ, დღესდღეობით დრო არა მაქვს, წვრილად გაიმბოთ ყოველივე. ერთს გთხოვთ ოღონდ, მერწმუნეთ, ამაკავა ძინაი არცთუ უცხო რამ ფრინველია. ერთი ჩვეულებრივი მოკვდავია ისიც. გჯერათ, ხომ? რახან აგრეა, შეძლებისდაგვარად მოკლედ მოვჭრი. წირვა მინდა აღვავლინო ერთი კაცის სულის სახსნელად. ამისათვის გეახელით. არა, ჩემი ნათესავი არ გეგონოთ, ჩემს მახვილსაც არა სცხია მისი სისხლის თუნდ ერთი წვეთი. აღარც კი ვიცი, გავამხილო თუ არა მისი სახელი. ვინმე იაპონელი პაულოს სულის მოსახსენებელი მინდა ვთქვა. რაო? გეჩოთირებათ, რაღა თქმა უნდა, თქვენ ხომ ამაკავა ძინაი გთხოვთ. კეთილი, იყოს ნება შენი თქვენი! ვეცდები, ახლა ორი სიტყვით მოვყვე ამბავს. პირობა უნდა მომცეთ ოღონდ, კაციშვილთან არაფერი დაგცდებათ, თუნდაც სიცოცხლის საფასურად დაგიჯდეთ. დაიფიცებთ მაგ ჯვარზე, გულზე რომ გკიდიათ? არა? ბოდიშს ვითხოვ. (ღიმილით).

თავხედობაა ალბათ ჩემი ხმრივ, თქვენში ეჭვის შეტანა, მაგრამ თუ აღთქმას დაარღვევთ (უეცრივ სერიოზულად), ჯოჯოხეთის გეენა არ აგცდებათ. თუ აგცდათ, ამქვეყნიური სატანჯველი მოგიწევთ მაინც.

ორ წელზე მეტია, რაც ეს ამბავი მოხდა. ავდრიანი შუაღამე იყო. მე დავბორიალობდი კიოტოს ქუჩებში, მოხეტიალე ბერად გადაცმული. ხუთი დღის განმავლობაში ყოველ საღამოს, პირველი ყარაულობა დაიწყებოდა თუ არა, ისე, რომ არვის მოვხვედროდი თვალში, ფარულად ვაკვირდებოდი შენობებს. რისთვის? ვფიქრობ, ახსნა არაა საჭირო… იმ დროს მცირე ხნით ვეპირებოდი, მოვცილებოდი აქაურობას, გავმგზავრებულიყავი სადმე, ზღვის გადაღმა, და ფული ისე მჭირდებოდა, როგორც არასდროს.

ქუჩებში, რა თქმა უნდა, უკვე დიდი ხნის შეწყვეტილი იყო მოძრაობა და მხოლოდ გაუთავებლად ქშუოდა ქარი და კრთოდნენ ვარსკვლავები. ბევრი ვუარე გარს ოგავადორის ჩაბნელებულ შენობებს და უეცრივ, როგორც კი გზაჯვარედინთან გადავუხვიე, დიდ სახლს მივადექ. ეს იყო კიოტოშიც კი ცნობილი Hოძეი იასოემონის სამყოფელი ქალაქ ალაგას, მაგრამ არცთუ საუკეთესო "ჰოძეის სავაჭრო სახლი”. იგი ვერ მიედრებოდა კადოკურას "საზღავო ვაჭრობის სახლს”. ასე იყო თუ ისე, ჰოძეი ისე არ დარჩებოდა, წყვილი ხომალდი მაინც არ გაესტუმრებინა კოკუსიამუროსა თუ ლუსონში, ასე რომ, ცხადია, წელშიც კარგად იქნებოდა გამართული. როცა საქმეზე გამველ, ეს სახლი უზურში არა მქონია, ახლა კი, რადგან მაინცდამაინც გადავაწყდი, უკან აღარ დავიხიე, როგორც ვთქვი, გვიანი ღამე იყო, ქარიანი. ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ აეწყო. გზისპირას, საწვიმარ ჯამს უკან გადავმალე ჭილის წუდი და ჯოხი, უმალ მაღალ მესერს გავავევლე.
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: სასიყვარულო, ისტორიები | ნანახია: 1039 | დაამატა: mimi | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3

Добавил:სალო
0

მე წავიკითხე ძან კაი იყო
Дата публикации: 2012-02-14 в 2:25 AM [Материал]

Добавил:GIO
0

au amis wakitxva mezareba sxva dros wavikitxav da davwer komentars mere:D:D
Дата публикации: 2012-02-13 в 11:54 PM [Материал]

Добавил: mimi
0

bavshvebo aba kritika ar gavqvt?
Дата публикации: 2012-02-13 в 11:34 PM [Материал]
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz