ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 4:21 PM
მთავარი » 2012 » თებერვალი » 13 » “ამბავი სიკეთის საზღაურისა”-4

11:32 PM
“ამბავი სიკეთის საზღაურისა”-4
ამის გამგონეს კიდევ ერთხელ გამეცინა. ახლა ჰოძეის გასაჭრო კი არ მახალისებდა. "მოდგა დრო ძველი სიკეთის სამაგიეროს მიზღვისა…” ეჰ, შესაძლოა ჩემ გარდა არც არავინ იცოდეს ამის ნამდვილი ფასი (დამცინავად). მეცოდებიან კეთილბუნებოვანი ადამიანები, მათ ხომ აღარა უწყიან, როგორად გასახარია ქმნა სიკეთისა, ბოროტების ნაცვლად.

- აქ რომ არა გვყავს, ეგ კიდევ ბედნიერებაა. – იასემონი ნაღვლიანად დააცქერდა ფარანს. – ის ფული რომ მომცა ახლა, რაც მაგან გაფლანგა, ჩემს ბედს ძაღლი არ დაყეფდა. თავს დავაღწევდი უბედურებას. ისე კი, როცა გავიხსენებ, წიხლი რომ ვკარი და სახლიდან გავაგდე…

იასემონმა სიტყვა გაწყვიტა და მე შემომაჩერდა. გასაკვირი არ იყო, რომ შეეშინდა. სწორედ ამ დროს უჩუმრად გადავწიე ფუსუმას კიდე. ბერის ტანსაცმელი მემოსა, ჩემეული ჭილის ქუდის ნაცვლად, უცხოელი თავსაბური მეხურა.

- ვინაა აქაურობის ბატონ-პატრონი?

მოხუცი კი იყო იასემონი, მაგრამ მაინც ელვის უსწრაფეს წამოიჭრა ფეხზე.

- საშიში არაფერია. ამაკავა ძინაი ვარ, ნუ დაფრთხებით. დიახაც, ქურდი ამაკავა ძინაი გახლავართ, მაგრამ ამჯერად სხვა რამისთვის მოველ.

თავსაბური გადავიძვრე და იასემონს წინ დავუჯექ.

თავად მიხვდებით, რაც მერე მოხდა. მე აღვუთქვი იასემონს, ძველი სიკეთის საზღაურად გაჭირვებიდან მეხსნა. პირობა მივეც, სამ დღეში არ გადამეცდინა ვადისთვის.

- ოჰო, ვგონებ, კარს უკან ვიღაცის ნაბიჯის ხმა ისმის? ღამე მშვიდობისა. ხვალ ან ზეგ კიდევ მოვალ. შემოვაღწევ როგორმე.

მაკაოს ცაზე მოჩანს ერთი თანავარსკვლავედი, "დიდი ჯვარი” რომ ჰქვია, იაპონიაში კი ვერსად მოლანდავთ. ჰოდა, თუ იმ თანავარსკვლავებიდვით არ გავქრი იაპონიიდან, პაულოს სულს წავწყმედ მაშინ, იმ პაულოსას, ვინც შემოგავედრეთ. რაო? აქედან როგორ გავალ? მეტი სადარდი ნუ მოგცეთ ღმერთმა. ჭერში ამოჭრილი მაღალი ფანჯარა ანდა ბუხარი რისი მაქნისია, აბა? ეს არაფერი. იმასა გთხოვთ ოღონდ, ხმა-კრინტი არავისთან დაგცდეთ, ღვთის გულისათვის.
ჰოძეი იასოემონის მონათხრობი

თქვენო მოწყალებავ! შემოგთხოვთ მოისმინოთ ჩემი აღსარება. მოგეხსენებათ, იარება მიწის პირს ქურდი ვინმე ამაკავა ძინაი, ვისზედ ამდენი მითქმა-მოთქმაა ატეხილი ამ ბოლო ხანს. მესმა, ამაკავა ძინაი ყოფილა თურმე ის კაცი, ვინც ნეგოროდერის ტაძრის კოშკში ჩასახლდა, ვინც მახვილი წარსტაცა კამპაკუსა, და იგიც, შორს, ზღვის გადაღმა თავს რომ დაესხა ნაცვალ ლუსონს. აღარ დასცალდა. ბოლოს და ბოლოს გაუთიათ მიდორიბასის ხიდთან, როგორ იქნა მოიხელთეს და იტიძეში ბამბუკის მარგილზე ჩამოაცვეს მისი მოკვეთილი თავი. შესაძლოა, თქვენამდეც მოაღწია ამ ამბავმა. დიდი სიკეთე გამიწია სწორედ ამ ამაკავა ძინაიმ, ამავ სიკეთემ დიდ საწუხველში ჩამაგდო. ამიტომაც გეახელით, რომ მომისმინოთ, მთელ ვითარებას მოგახსენებთ მომხდარი ამბის, შემოგთხოვთ ილოცოთ, იქნებ უზენაესმა წყალობა მოიღოს ციდვილი ჰოძეი იასემონის მიმართ.
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: სასიყვარულო, ისტორიები | ნანახია: 1008 | დაამატა: mimi | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5

Добавил:gvancula
0

:*:*:*
Дата публикации: 2012-02-15 в 3:17 PM [Материал]

Добавил: mimi
0

<3 genacvale
Дата публикации: 2012-02-15 в 2:32 PM [Материал]

Добавил: kvaxadze
0

deal au ar wamikitxia bolomde mara kai chans heart heart
Дата публикации: 2012-02-14 в 10:55 PM [Материал]

Добавил: mimi
0

madloba ristvis? smile
Дата публикации: 2012-02-14 в 7:22 PM [Материал]

Добавил:GIO
0

dzan momewona kai iyo mimi didi madloba
Дата публикации: 2012-02-14 в 0:04 AM [Материал]
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz