ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 5:20 PM
მთავარი » 2012 » მარტი » 26 » Chemi Leksebi :):)

4:36 AM
Chemi Leksebi :):)
ე არც გალაქტიონი ვარ,
პოეტობა, რომ დავიჩემო.
ერთი უბრალო გოგონა ვარ,
ლექსებით მინდა დაგიჩემო.
მე არც პიკასო არა ვარ,
არც ნახატი მაქვს უკეთესი,
უბრალოდ ერთი გოგონა ვარ,
გხატავს, რომ იყოს უკეთესი.
გალაქტიონს, რომ ჰყავდა მერი,
შენ კიდევ ხარ ჩემი ღმერთი.
და ვინჩის ჰყავდა ლიზა,
მონა იყო თუ მონალიზა?!.
ლექსებს გიწერ,
გზხატავ, გიმზერ...
გალაქტიონს არ ვედრები,
და ვინჩის მონადაც არ ვერგები.
მაგრამ, გეტყვი...
უტიფარი არ გეგონო !
ჩემი აზრი ასეთია,
არაფერში არ მემდურო!
მერისთვის არ იყო გალაქტიონი ერთი,
შენ კიდევ ხარ ჩემი ერთადერთი ღმერთი.
და ვინჩიმ მას დაარქვა ლიზა,
მაგრამ იქნებ მონა იყო მონალიზა?!.



რა მემართება?
რა მემართება?
ცხადში მელანდება.
სიზმარში მესიზმრება...
რა მემართება?
რა მემართება?
სულ მასზე მეფიქრება,
სულ მასზე მედარდება
რა მემართება?
რა მემართება?
ყველგან მახსენდება,
ყველგან მელანდება.
რა მემართება?
რა მემართება?
ნუთუ მიყვარდება ? . .



ისევ არ მანებებ თავს,
სულ მიტრიალებ გარსს,
ნეტავ რა ხდება შენს თავს?
ჩემგან რას მოითხოვ რაას?
შენი ქცევებით მაზიზღებ თავს,
შენსას ვეღარ მიაღწევ და რას ელი რაას?..
პირველი ნაბიჯისგან იკავებ თაავს?
ან იქნებ გადადგი და 
ელოდები ჩემს სვლას?
მაგრამ იცი რაა?
ამ თამაშიდან მე ვაპირებ გასვლას,
შემდეგი სვლის გაკეთება კი
მოუწევს სხვას !..




რას მერჩი? რა გინდა?
ყველაფრის თავიდან დაწყება გინდა?
მე არ მეკითხები?
იქნებ არ მინდა?
ან იქნებ შენი გაქრობა მინდა?
რა გინდა? ვერ ვხვდები
ჩემგან რა გინდა...
შენ ხომ ჩემნაირი გოგოები 
არ გინდა?!.
დაუსრულებლად ჩემი წამება გინდა?
თუ ისევ ისეთი ბინძური თამაში გინდა?
თამაში, რომლის მოგებაც
ყოველთვის შენ გინდა?
აღარ მაინტერესებს შენ რა გინდა !
შენთან დაკავშირებით
აღარაფერი არ მინდა !



მინდა ისევ გიყურო,
შენი ცქერით ვტკბებოდე.
მინდა ისევ, ყოველ დილას
შენთან ერთად ვდგებოდე.
მინდა ჩემი გესმოდეს,
ყველაფერში მიგებდე,
მინდა მხოლოდ შენთან ერთად
ამ ცხოვრებით ვტკბებოდე.
მინდა ყოველთვის გჯეროდეს,
გულს უნდა შენთვის ფეთქავდეს,
მინდა ცრემლები გაგიშრო,
სულ გაგიმებულს გხედავდე.
მინდა ყველაფერი, რაც შენ გინდა.
ქვეყნად ყველაფერი ხომ შენთვის მინდა.




თბილისში ქარია,გრძნობები არია.
ხან მზეა, ხან ქარია და საერთოდაც
დარია თუ ავდარია?
აი წვიმაც წამოსულა,
მემგონი დღეს ავდარია.
მაგრამ მზე რომ ამოდის
გამოდის, რომ დარია?
არ ვიცი დარია თუ ავდარია,
იქნებ გაზაფხულის ჩუმი ქარია?
ხან მზეა... ხან ქარია...
დარია თუ ავდარია?



მე შენ იმ ნარკოტიკს მიგამსგავსე,
რომელსაც სიყვარული ჰქვია...
თავიდან ეიფორია...
სიმსუბუქე და სრული ჰარმონია.
ჯერ ღრმად არ შემიტოპავს,
თუმცა, გრძნობები კარგია.
განზე გადგომა კი, 
ნებისმიერ მომენტში შემიძლია.
მე ხომ არ მჯერა, რომ
ეს შეუძლებელია...




ღამე ქუჩაში, მივდივარ მარტო...
შენ კი კვალდაკვალ, რომ მომყვე ვნატრობ...
წვიმის წვეთები მეცემა, მათრობს.
შენ კი ამ დროს, სხვა ქალი გათბობს...
ოცნება რეალობად, რომ ახდეს ვნატრობ.
ღამე ქუჩაში ვიაროთ მარტომ...
წვიმის წვეთები გვეცემა გვატბობს,
მე და შენ მხოლოდ ერთმანთს ვათრობთ...



უაზრო ფიქრებით...
უაზრო სიტყვებით...
უაზროდ მპირდები,
რომ ჩემთან იქნები...
უაზრო სიცოცხლე,
უაზროდ იცოცხლე,
უაზროდ კვდები და
რიღასთვის იცოცხლე?)



გახსოვს პირველი შეხვედრა ჩვენი?
მემგონი გქონდა გრძელი თმები))
მერე კი ღამე გახსოვს წვიმაში?
თავი მეგონა სიზმარში))
გახხსოვს ის დღე როდესაც მითხარი?
კარგი გოგო ხარ, მაგრამ კარგად იყავი))
გახსოვს იმ ღამეს როგორ წვიმდა?
შენზე ფიქრები... ეს იყო წმინდა...



ეს ლექსი არ ჰგავს
დანარჩენ სხვა ლექსებს,
ამ ლექსში ბევრი დარდი
და სევდა დევს.
ბოროტი ლექსი...
ბოროტი ზრახვებით...
ბოროტი ფიქრებით...
ბოროტი ფრაზებით...
ამ ლექსში ჩემი დიდი ტკვივილი დევს,
უშენოდ დაღვრილი მრავალი ცრემლი სდევს...
ჩემი წარსულის აჩრდილი თან მსდევს,
ეს ლექსი მე მუდამ შენს თავს გამახსენებს...



წამები... წუთები...
სულ შენზე ფიქრები,
შენზე ლანდები 
და მგონი მიყვარდები ! :):)
კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნანახია: 1509 | დაამატა: kvaxadze | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz