ეჰ, ეს ობლობა, ნეტავ შენ იცი, როგორ ძნელია სულ მარტო ყოფნა, თუმცა მე ვცდები, მე არ ვარ მარტო, რომ სიყვარული მუდამ ჩემშია... შენ დასტიროდი ვიღაცის სურათს, მე მასზე ყოფნას გულში ვნატრობდი, ცრემლით იკრავდი უცნობის ვნებებს და ჩემს ვნებებს კი სადღაც ფანტავდი. შენ ყოველ დილით საწოლთან ახლოს, ნახავ წერილებს ლოდინით სხვისით, შენ დახედავ ჩემ ცრემლიან ქაღალდს, გულში ინატრებ რომ იყოს სხვისი. შენ ყინულებრ გულს ოდესმე ვიღაც, ანთებულ გულით ცრემლებად გიქცევს, შენ კი აჩუქებ პატარა შვილსაც, მე კი ვინანებ რომ ის გყავს სხვისგან. გულში ვიძახი ღმერთო, ეჰ, რისთვის, რატოა ქვეყნად რომ არ ვუყვარვარ, თუმცა პასუხი თავადაც ვიცი, რომ შენ უცნობი არ გეყვარება... ამ ბედისწერის გზები უძირო, ჩვენი ერთმანეთს ასცილებია, და თუ არსებობს ბორბალი ბედის, ალბათ მას ჩემთვის გადაუვლია... შენ შეიძლება ჩემზე თქვა გიჟი, მაგრამ ერთხელ ხომ ჩემზე იფიქრებ, მხოლოდ ნუ იტყვი რომ არის ქვეკნად, გრძნობა ჩემსაზე უფრო ნამდვილი... ოდეს თუ ქვეყნად აღარ იქნები მე შენი ხსოვნა არ მეკმარება, ალბათ გაიგებ უყვარდი მგოსანს, თუმცა მე ღმერთზე მეტად მიყვარხარ... გამიქრა რწმენა, მე მწამდა შენი, წლებთან რჩებოდა უფლის მცნებები, მხოლოდ მცნებებად ავიღე ერთი, შორი ოცნება გიწოდე ჩემი. ტაძარში ოდეს შენ იტყვი "დიახ" მე მემძიმება გახდები სხვისი, გულში ვიყვირებ რომ შენ თქვა არა თუმცა ვიცი რომ არ გეყვარები. შენ ვერც გაიგებ, უყვარდი მეფეს, ვერც გაიფიქრებ რომ მე მიყვარდი, შენ ეყვარები მეუღლეს შენსას, მაგრამ ასჯერ მეტად მეყვარები... მე არ შემეზლო რომ მეთქვა შენთვის ეჰ, შეყვარება ჩემი ძნელია? მაგრამ მე ვრჩები მოგონებებთან, მოგონებაც კი არ მღირსებია... ალბათ არსებობს ქვეყნად სიკვდილი, შენ მე მიცოდე სიკვდილმისჯილი, ქვეყნად ალბათ შენც იხვეჭდი ცოდვას, შენთვის გავხდები ცოდვამისჯილი... მინდა ძვირფასო რომ შენ იცოდე, რომ პატიება როდია ძნელი, თუმცა ბრალი შენ არა მიგიძღვის, ბრალია ჩემი, ბრალია ჩემი... ოცნებად მქონდა გადაქცეული, შენი ალერსი არ მღირსებია, დაუკავშირე ცხოვრება შენ სხვას, თუმცა კამათიც არ დამიცყია... იყო დღე ერთი და მე გავბედე, გითხარი ქვეყნად რომ შენ მიყვარხარ, თუმცა გიმილით შენ მიპასუხე რომ შენ ცეცხლე შენ სხვის მოგდებია. მე დამავიწყდა სად ვცხოვრობ ბინად, თუმცა ბინა მე არსით მქონია, ვფიქრობ და ვხვდები მე მქონდა ბინა, ქვეყნად რომ შენ ხარ დამვიწყებია... მინდა იცოდე რომ მე სულ მალე, ეჰ, სიყვარულით დავიღუპები, და თუ ოდესმე გამიღებ კარებს ორივეს ნაცვლად ავკვითინდები....